მე მაქვს აწყობილი, დალაგებული ცხოვრება,- ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ „ფეისბუქ“ ლაივში განაცხადა.
„დავიწყოთ პრესის მიმოხილვა:„ტვ პირველმა“ გამომიყვანა ანტივაქსერი. სასაცილოა ეს, არაუშავს. საერთოდ მიკვირს ამ კომპანიის ამბავი, სხვათაშორის მათთვის არაერთი ინტერვიუ მიმიცია და ძალიან კარგი გუნდი hყავთ.
არ ვიცი, საერთოდ რა დაგემართათ ხალხო. პატივს გცემთ ყველა ჟურნალისტს, მაგრამ რა მიმართულებით მიდიხართ ვერ გავიგე. მაგალითად ვიღაცას რომ გავლანძღავ კარგად, გემრიელად , სიმართლეს როცა ვამბობ, ჩნდება ჩემ წინააღმდეგ სტატიები. ან ოცნების მხარეს ჟურნალისტები ან ნაციონალების. მოკლედ, ვერ გაარკვიეს ვის მხარესაა გიორგი ფხაკაძე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავის მხარეს არა ვარ.
მაგალითად კიდევ „რეზონანსი“ პატივს ვცემ არაერთი სტატია დაწერეს ჩემზე, მაგრამ ტყუილი რატომ დაწერეთ? რომ თითქოს მე ვთქვი, რომ ქვეყანა ჩაკეტეთ, როცა მე არ მითქვამს, რომ ქვეყანა უნდა ჩაკეტონ. ვიღაც ვაჟბატონი კიდევ „ასავალ-დასავალიდან“.
ყველა ჟურნალს და გამოცემას ჰყავს თავისი მსმენელი და ყველას ვცემ პატივს, უარს არავის ვეუბნები. მაგრამ ასეთი ტყუილების ტირაჟირება? გავიგე რომ აღდგომაზე ფული ჭირდებათ ოჯახში, პასკებია საყიდელი, კვერცხები. მაგრამ კვერცხები სხვა რაღაცით იყიდეთ კაცო და არა ფხაკაძეზე სისულელეების წერით. თუ გინდათ რაიმე სკანდალური ინფორმაცია, შემეკითხეთ.
იმდენი სკანდალები მაქვს, შემიძლია დღეში ასი სკანდალი მოგცეთ. სისულელეებს რატო წერთ. ამით პირველ რიგში თქვენ თავს აყენებთ შეურაცხყოფას და მერე მოსახლეობას.
ხალხი აღარ გენდობათ. წავიკითხე კიდევ რაღაცები: პერსონალური ლანძღვა, დედის გინება. მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, ქურდი ფიქრობს რომ ყველა ქურდია, ყველა კორუფციონერი ფიქრობს, რომ გარშემო სულ კორუფციონერები არიან.
ხოდა აი, ვაჟბატონო „ასავალ დასავალიდან“ , რასაც ჩემზე ლაპარაკობთ, ალბათ თქვენ გაწუხებთ ყველაზე მეტად ეგ პრობლემა. თქვენ რომ ლაპარაკობთ ჩემზე რაღაცებს როგორ არ მაინტერესებს იცით. მე მაქვს კარგი, აწყობილი, დალაგებული ცხოვრება. კარგად ვარ ჩემი მუშობით, არა ქურდობით ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით“,- აცხადებს ფხაკაძე.