აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა, -ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სოციალურ ქსელში წერს.
„სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენ სამუშაოებს 17 ივნისიდან 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა. სამუშაოების შედეგად დამუშავდა და დატერასდა მეწყრული ფერდი, მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები და ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები, ასევე თითოეული ახალი გადაბმის წერტილის შედუღების ხარისხის ექსპერტიზა.