Wednesday, December 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„გამოვლინდა არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი“ – რა სიტუაციაა საქართველოში ბავშვთა დასაქმების კუთხით

June 25, 2024
„გამოვლინდა არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი“ – რა სიტუაციაა საქართველოში ბავშვთა დასაქმების კუთხით

ბავშვთა შრომა დღემდე გამოწვევას წარმოადგენს გლობალურ დონეზე. არაერთი ბრენდი გამხდარა კრიტიკის საგანი მის მიერ დასაქმებული ბავშვებისა თუ არასათანადო გარემოს, ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გამო. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა საქართველოში ამ კუთხით.

საქართველოში ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა საქსტატმა ბოლოს 2015 წელს ჩაატარა. აღნიშნული კვლევაში დეტალურად იყო განხილული ბავშვების ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში, ეს მოიცავდა სახლისა და სამეურნეო საქმიანობებში ჩართულობასაც, ბავშვთა საგაკვეთილო მოსწრებასა და სხვა.

თუმცა 2015 წლის შემდეგ მსგავსი ტიპის ძირეული კვლევა არ ჩატარებულა. მონაცემებს ბავშვთა შრომის შესახებ ამჟამად იკვლევს შრომის ინსპექციის სამსახური, თუმცა შრომის ინსპექციის მანდატი ვრცელდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც არასრულწლოვანი დასაქმებულია ობიექტზე და გვყავს დამსაქმებელი (ფიზიკური პირი, იურიდიული ან ამხანაგობა).

„ბიზნესპრესნიუსი“ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს ნატო ნათენაძეს საქართველოში ბავშვთა შრომის ნაწილში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ესაუბრა. ნათენაძე აღნიშნავს, რომ „ბავშვთა შრომა თავისი არსით არის საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა, ვინაიდან გულისხმობს ისეთ საქმიანობას, რომელიც ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, ფიზიკურ, გონებრივ განვითარებას, ხელს უშლის სწავლაში, დასვენებაში და ა.შ“.

მანვე აღნიშნა, რომ ყოველწლიურად იზრდება ინსპექტირების პროცესი და გამოვლენილი დარღვევების რაოდენობაც. სხვადასხვა ობიექტზე ბავშვთა შრომის კუთხით გამოიკვეთა ისეთი შეუსაბამობები, როგორებიცაა სამუშაო საათების აუნაზღაურებლობა, ხელშეკრულების არარსებობა, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები და სხვა.

რაც შეეხება სტატისტიკას, შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოში გასულ წელს ბავშვთა შრომის ნაწილში დარღვევა დაფიქსირდა 11 ობიექტში 23 არასრულწლოვანის მიმართ. 23-დან 22 ეხებოდა შრომის კოდექსის, ხოლო ერთი შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას. ჯამში აღნიშნული ობიექტები 64 400 ლარით დაჯარიმდა.

როგორც ნათენაძემ აღნიშნა, გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა თბილისში და აჭარაში იყო, ამასთანავე, დარღვევები გამოვლინდა იმერეთსა და კახეთშიც.

ბავშვთა შრომასთან დაკავშირებით გამოვლენილი შეუსაბამობებიდან უმეტესობა განთავსებისა და კვების ობიექტების სფეროსთან იყო დაკავშირებული.

„ყველაზე ხშირად 18 წლამდე არასრულწლოვნის შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტს ადგილი ჰქონდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების I სექციაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია ისიც, რომ შრომის კოდექსის მიხედვით, განსაზღვრულია ისეთი სამუშაოები, სადაც არასრულწლოვანთა დასაქმება დაუშვებელია, ასეთი გახლავთ სამშენებლო სექტორი. ნათენაძის თქმით, გასულ წელს გამოვლინდა ერთი შემთხვევა, რა დროსაც არასრულწლოვანი დასაქმებული იყო მშენებლობაზე.

შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიშის თანახმად, გამოვლენილი დარღვევის გამო, აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო პროცესი შეჩერდა. ამასთანავე, ბოლო 2 წლის განმავლობაში ამავე კომპანიაში დაფიქსირდა სხვა კრიტიკული შეუსაბამობებიც, რის გამოც, სამშენებლო კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა.

„სამშენებლო ობიექტზე ნებისმიერი არასრულწლოვანის მუშაობა უკვე ითვალისწინებს სამშენებლო პროცესის შეჩერებას, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა“, – დასძინა ნათენაძემ.

ნათენაძის თქმით, ყველაზე მძიმე შემთხვევა ეხებოდა არასრულწლოვნის იძულებით შრომას. გამოვლენილ ფაქტზე დაჯარიმდა ობიექტი.

„შრომის ინსპექციის სამსახურს აქვს შემთხვევა, როდესაც დაადგინა მან არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი, რაც ყველაზე მძიმე დარღვევა იყო არასრულწლოვანის საკითხზე მუშაობისას“, – განაცხადა ნატო ნათენაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ”- “ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
  • სახალხო დამცველი შს მინისტრს მიმართავს
  • “პაატა ბურჭულაძის ერთადერთი დანაშაული გახლავთ, რომ პატრიოტია” – ცნობილი რეჟისორის გამოსვლა მონაკოს პარლამენტში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge