Tuesday, August 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე პორტუგალიასთან თამაშის შესახებ?

June 25, 2024
რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე პორტუგალიასთან თამაშის შესახებ?

ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობასა და პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრის შესახებ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა.

„პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, რომელიც ჩამოვიდა და მხარს გვიჭერს გერმანიაში. საოცარი გარემო იყო ორივე მატჩზე, რაც დადებითად აისახა ჩვენს თამაშზე. მივულოცავ მათ პირველ ისტორიულ ქულას, რომელიც ჩეხეთთან შეხვედრაში მოვიპოვეთ.

ორი განსხვავებული თამაში გვქონდა. ჩეხეთი ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო და გარკვეულ ეპიზოდებში გაგვიჭირდა მაღალი ჩაწოდებების დროს ორთაბრძოლების მოგება. მიუხედავად ამისა, მაინც გვქონდა მოგების შანსი. ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ.

თურქეთთან, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ არ გაგვიმართლა. თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ბედნიერია და ამ გუნდით უნდა იამაყოს – საქართველოს ნაკრები ღირსეულად თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე.

პორტუგალიასთან თამაში კიდევ ერთი ფინალია. გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავალთ და პლეი ოფში ვითამაშებთ, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. მოთამაშეები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ.

დანარჩენი 26 ივნისს მოედანზე გამოჩნდება. ვიცით, რომ პორტუგალია მაღალი კლასის გუნდი და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა გვაქვს ამბიციები და გვსურს, რომ ამ თამაშშიც წარმატებას მივაღწიოთ“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აშშ-მა ვიზებისთვის შესაძლოა 15 000 დოლარამდე დეპოზიტი მოითხოვოს
  • “ანდრო ჭიჭინაძემ მითხრა, სუს-დან გამოჟონილი ინფორმაცია გავრცელდა, დასაჭერი ადამიანების სია არის, რომელშიც ვარო – მისი გინებაც კი არ გამიგია” – მსახიობი გიგა დათიაშვილი
  • “საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი დავაკავეთ” – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სასამხურიური

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge