ანკესზე წამოაგეთ ის. სიტყვის კარგი გაგებით!
როდესაც საუბარია სექსუალურ გატაცებაზე, ერთი რამ სხვა დანარჩენებზე აშკარად მეტად მომწონს, კერძოდ- კაცების აზრების მთლიანად დაუფლება. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოხიბლოთ ის თქვენი სხეულით, შესთავაზოთ მას საყვარელი სასმელი ან კერძი ან არ გაუშვათ თქვენი საწოლიდან რამდენიმე საათი ზედიზედ. თუმცა უფრო ეფექტური იქნება უბრალოდ მის აზრებში შეძვრეთ.
ხოლო მის აზრებში ყოფნა ნიშნავს, რომ ის ფიქრობს თქვენზე თავისი დროის ყოველი წამის განმავლობაში. რომ ის გატაცებულია და თქვენზე არის კონცენტრირებული.
ეს ყველაფერი შეიძლება თავისითაც მოხდეს, მაგრამ შეგიძლიათ ამ პროცესის დაჩქარება შემდეგი დახვეწილი ხერხების მეშვეობით.
1. იყავით საინტერესო
რა თქმა უნდა, ვერ დააინტერესებთ აბსოლუტურად ყველას, მაგრამ არსებობს საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესების ხერხები იმათთან, ვისაც მოწონხართ. კარგი თანამოსაუბრის საიდუმლო მოსმენის უნარში მდგომარეობს.
თუ ფიქრობთ, რომ საუბარის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მიწვდეთ ადამიანს, რაც შეიძლება ხმამაღლა ილაპარაკოთ და ყოველთვის მართალი იყოთ, ასეთი მიდგომით თქვენ ბევრს ადამიანს დააბნევთ (თუ უკვე არ დააბნიეთ), რომლებსაც თქვენ მიმართ სიმპატია ჰქონდათ. ამიტომ, მოსმენა ისწავლეთ.
თუ გინდათ მისი გულის მოგება და მისი აზრების დაპყრობა, ჯერ მოუსმინეთ მას. ჰკითხეთ მისი ინტერესები, გრძნობების და სურვილების შესახებ. შეაგროვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმაზე, რა აღაგზნებს მას როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად.
ამ ინფორმაციის ფლობით, თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ მას თემებზე, რომლებიც მას მოსწონს, და ეს აიძულებს მას, კიდევ უფრო შეუყვარდეს თქვენი კომპანია.
მაგრამ ზემოთ ნათქვამი სულაც არ ნიშნავს, რომ უნდა შეწიროთ თქვენი საკუთარი ინტერესები. იდეალში, უნდა ნახოთ თემები, რომლებიც ორივე თქვენთვის იქნება საინტერესო. თქვენს უნდა იყოთ ხალისიანად, ხოლო ნებისმიერი საუბრის გაგრძელება უფრო მარტივია, თუ გიტაცებთ მისი თემა.
2. წამოაგეთ ანკესზე
თქვენ მის ყურადღებას დაეუფლეთ. ის თქვენ გისმენთ, გპასუხობთ და ადვილად გიყვებათ თავის თავზე. ის გენდობათ და თქვენ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობს. ეს მშვენიერია! ახლა შეიძლება გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.
თუ ის თქვენით არის დაინტერესებული, მისი შეკავება არ იქნება რთული. უბრალოდ ოდნავ მეტი ფლირტი დაამატეთ.
თქვენი მამაკაცი გონებით, ოცნებით და ეროტიული ფანტაზიებით გამოირჩევა? მაშინ სექსტინგი გახდება მისი მიტყუების შესანიშნავი ხერხი. თუ მას ფანტაზიორობა უყვარს, გაუგზავნეთ მას თქვენი რამდენიმე სექსუალური სელფი.
ყოველთვის იყავით თქვენი თავის ერთგული. თუ არ ხართ თქვენს სურვილებზე გულახდილად საუბარს მიჩვეული, შეიძლება ოდნავ მიანიშნოთ. მაგრამ თუ მოგწონთ აქტიურობის გამოვლენა, არ იქნება რთული პარტნიორისთვის თვალებში იმის თქმა, თუ როგორ ძლიერ გინდათ მისი კოცნა.
3. მიყევით მის მაგალითს
როდესაც მასთან მიმოწერა დაიწყეთ, მიყევით მისი აზრების მიმართულებას. დაინტერესებულია თუ არა დეტალებით? როგორც წესი, კაცებს განვითარებული აქვთ მხედველობითი აღქმა, ამიტომ ეცადეთ გამოიყენოთ მეტი აღწერითი სიტყვა.
ზოგიერთი კაცი კმაყოფილდება უკვე იმით, რომ უბრალოდ მას ესაუბრებით. მაგრამ ბევრი მიისწრაფვის თავისი როლის გაფართოებისკენ. მის მიერ ყოველ აღწერილ ქმედებაზე უპასუხეთ რამე ისეთით, რაც ამაღლებს ვნების დონეს.
მაგალითად, რაც შეიძლება ხშირად თქვით და აჩვენეთ მას, როგორ ძლიერ გინდათ ის. ადამიანებს მოსწონთ გრძნობა, როდესაც სასურველი არიან. არ არსებობს უკეთესი აფროდიზიაკი, როგორც გრძნობა, როდესაც ვიღაცას სჭირდებით და ის, თუ როგორ გეხებიან, როგორ გიყურებენ, როგორ გპასუხობენ და როგორ გკოცნიან.
თქვენი მინიშნებებით ის თვითონ გაგაგებინებთ, როგორ უნდა „აღაგზნოთ“ ის. გახსოვდეთ ამის შესახებ და ითამაშეთ. თუ მას უნდა, რომ უფრო გარყვნილი იყოთ ( და იგივე მისგანაც გინდათ), არ შეგრცხვეთ თქვენი ფანტაზიების რეალიზების.
4. „ცნობადი“ იყავით
მარკეტინგში არის ცნება „ top of mind”. ის ნიშნავს საკუთარი ბრენდის ან კომპანიის თქვენს პოზიციონირებას როგორც პირველის, რაც თავში მოდის, როდესაც მყიდველი ფიქრობს ამა თუ იმ პროდუქტსა ან მომსახურებაზე. ცნობადობის შენარჩუნება შეიძლება ანალიზის ჩატარების, რეგულარული შეხსენებების ან უბრალოდ „მარკის მხარდაჭერის“ მეშვეობით.
თქვენ ეს ყველაფერი შეგიძლიათ. გახადეთ თქვენი თავი „ცნობადი“ ყველაფერში, რაც ეხება ინტიმურ მომენტებს. და როდესაც ის ფიქრობს სიყვარულზე, მაშინვე სწორედ თქვენ გაახსენდებით.
დღის განმავლობაში შეგიძლიათ გაუგზავნოთ მას შემთხვევითი ინტიმური შეტყობინებები, მთავარია- ეს რეგულარულად გააკეთოთ. შეიძლება ყოველდღიურად არა, მაგრამ დღეგამოშვებით მაინც. შეინარჩუნეთ თქვენ შორის ნაპერწკალი, როდესაც წერთ მას ხანგრძლივი დაშორების პერიოდებში.
5. ინტიმური სიახლოვე
ინტიმური შეტყობინებები, განსაკუთრებით პაემანის წინ, არის ვნების გაჩაღების შესანიშნავი ხერხი. ეს აღვიძებს წარმოსახვას, აგიჟებს კაცს და განაწყობს გარკვეული ქმედებებისკენ…