Tuesday, July 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

რა კრიტერიუმების მიხედვით გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასი?

June 21, 2024
რა კრიტერიუმების მიხედვით გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასი?

1-ლი ივლისიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება. ამის შესახებ დადგენილება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უკვე გამოსცა.

პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ პედაგოგებს ანაზრაურება სულ მცირე, 250 ლარით, მაქსიმუმ კი 800 ლარზე მეტით გაეზრდებათ.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენიუსი“ სამინისტროს დადგენილებაზე დაყრდნობით, გთავაზობთ, თუ რა კრიტერიუმებით მოხდება მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება.

განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ პედაგოგის სახელფასო სარგოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტი განათლება და კვალიფიკაცია იქნება . კერძოდ:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 20 ლარი;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება – 40 ლარი;
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 100 ლარი.

გარდა ამისა, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო დამოკიდებულია სამუშაო შტაჟზე. უფრო კონკრეტულად,

  • 0-დან 5 წლის ჩათვლით – 15 ლარი;
  • 5-დან 10 წლის ჩათვლით – 30 ლარი;
  • 10 წლის ზემოთ – 45 ლარი.
  • თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული სახელფასო სარგო გაიცემა 15 საგაკვეთილო საათის და მეტი დატვირთვის შემთხვევაში სრულად, ხოლო კვირაში 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

რაც შეეხება მასწავლებლის ხელფასს, ჩატარებული საგაკვეთილო საათების მიხედვით, კვირაში 96 ლარიდან 2325 ლარამდე მერყეობს. კერძოდ:

  • 1 საათი (კვირაში) – 96 ლარი
  • 2 საათი 192
  • 3 საათი 288
  • 4 საათი 384
  • 5 საათი 480
  • 6 საათი 576
  • 7 საათი 672
  • 8 საათი 768
  • 9 საათი 864
  • 10 საათი 960
  • 11 საათი 1,056
  • 12 საათი 1,152
  • 13 საათი 1,248
  • 14 საათი 1,344
  • 15 საათი 1,550
  • 16 საათი 1,630
  • 17 საათი 1,710
  • 18 საათი 1,790
  • 19 საათი 1,870
  • 20 საათი 1,950
  • 21 საათი 2,030
  • 22 საათი 2,110
  • 23 საათი 2,190
  • 24 საათი 2,270
  • 25 საათი 2,350

გარდა ამისა, მასწავლების სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სახელფასო სარგო იქნება შემდეგი:

კლასკომპლექტით სწავლება – 40,50 ლარი

რაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 40,50 ლარი;

კლასის დამრიგებლობა – 101,25 ლარი

ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება 150 ლარის ოდენობით, ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში კი, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

დადგენილების მიხედვით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ფუნქციური დანამატი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

  • წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 ლარი;
  • მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სოფელ ზარზმასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ხაზზე, ერთ-ერთი მგზავრი ლიანდაგებში ჩახტა და გვირაბში გაიქცა – რა ხდება ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge