Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როდის აღუდგება სრულად წყალმომარაგება თბილისის ნაწილს – “ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორის განმარტება

June 20, 2024
GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სოფელ წიწამურთან “ჯივიპის“ კუთვნილი ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. რას ამბობენ კომპანიაში?! – “ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორი, გიგა ნადირაძე აცხადებს, რომ წყალმომარაგება სრულად სამშაბათს, 25 ივნისს აღდგება. მისივე თქმით, წიწამურთან აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

“10 000-ობით მოცულობა გრუნტისა უკვე მოხსნილია, დამუშავებულია. ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენ უკვე მილსადენამდე დასული ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ხდება მილის გათავისუფლება ზედმეტი გრუნტის ნაყარისგან. შემდგომი რიგის ღონისძიებები იქნება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, უშუალოდ სამუშაო არეალის მოწესრიგება და დამუშავება.

მოხდება დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრა. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს დაზიანებული მონაკვეთის, როგორც მარჯვენა, ასევე, მარცხენა მხარეს მილსადენის დათვალიერება შიგნიდან და სპეციალური აღჭურვილობით სკანერის გაკეთება, რათა დადგინდეს ცალკეულ ნაკერში მილსადენს ხომ არ აქვს პრობლემა, რამაც შეიძლება მისი აღდგენის შემდგომ დამატებითი შეფერხებები გამოიწვიოს. შემდგომ მოხდება ამ დაზიანებული მონაკვეთის ახლით აღდგენა, ჩანაცვლება და დავიწყებთ ქსელის დატვირთვას,” – განაცხადა გიგა ნადირაძემ.

წყლის მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს. სოფელ წიწამურთან მილსადენი სამი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. აღდგენით სამუშაოებს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge