ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკასთან” საუბრისას სინოფარმის ჩინურ ვაქცინაზე ისაუბრა.
კულუმბეგოვმა დაასახელა ის დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც სინოფარმის ვაქცინით აცრა არ შეიძლება.
„სინოფარმის” ვაქცინასთან დაკავშირებით, მწარმოებელი კომპანია ანოტაციაშია რამდენიმე საკითხზე მიუთითებს. შესაბამისად ვაქცინაციის ანკეტის ჩეკლისტში დამატებითი შეკითხვები გაჩნდება. მათ შორის ჰქონია თუ არა პაციენტს ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე რთული ალერგიული რეაქცია, ასევ აქვს თუ არა პაციენტს ეპილეფსია, ან თუ მოქალაქეს აქვს მაღალი არტერიული წნევა, რომელიც მედიკამენტოზურ მკურნალობას არ ექვემდებარება – ასეთ შემთხვევებში „სინოფარმის“ ვაქცინით აცრა რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.