Monday, July 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორია ტურისტული სეზონი ბახმაროში?

June 19, 2024
როგორია ტურისტული სეზონი ბახმაროში?

კურორტი ბახმარო იმ ადგილებს შორისაა, რომელსაც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები ხშირად ირჩევენ დასასვენებლად. კურორტი უნიკალურია მისი სამკურნალო თვისებებითა და ჰავით, სადაც ზღვის და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. ბახმაროში ტურისტული სეზონი, დაბალი ტემპერატურის გამო, ძირითადად ზაფხულში მიმდინარეობს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ დაიწყო სეზონი კურორტ ბახმაროში, რამდენად დიდია მოთხოვნა სასტუმროებში და როგორია ადგილობრივი ჰოტელიერების მოლოდინები მიმდინარე წლის ზაფხულისთვის.

„პანორამა ბახმარომ“ სეზონი აპრილის დასაწყისში გახსნა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმროს დამფუძნებელი გიორგი კეჭაყმაძე უყვება, ამ ეტაპზე არის მოთხოვნა და ჯავშნებიც. მიუხედავად მოთხოვნისა, კეჭაყმაძე აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით, მოთხოვნა შემცირებულია.

„ამ ეტაპისთვის გვაქვს ჯავშნები, მოთხოვნა მაღალია. ცოტა გვიან დაიწყო სეზონი, ჩვენ გავიხსენით 10 აპრილიდან. მას შემდეგ მზად ვართ ვუმასპინძლოთ დამსვენებლებს. ბახმაროს სეზონურობიდან გამომდინარე, მაინც გვყავს ახლა სტუმრები. ივლისი-აგვისტოსთვის დატვირთვა არის, თუმცა შარშანდელთან შედარებით მოთხოვნა ნაკლებია.

ახლა ძირითადად უცხოელები არიან, რომლებიც ჩამოდიან და ტურისტულ მარშრუტად ბახმაროს ირჩევენ, თუმცა ივლის-აგვისტოში ძირითადად ქართველი დამსვენებლები გვყავს“, – განაცხადა გიორგი კეჭაყმაძემ.

„ტერასა ბახმარომ“ სეზონი სულ ახლახან გახსნა. სასტუმროს მენეჯერი მამუკა ქათამაძე „ბიზნესპრენიუსს“ უცხადებს, რომ ჯერჯერობით მცირე რაოდენობის ჯავშნები აქვთ. „ტერასა ბახმარო“ ელის, რომ აგვისტოში მოთხოვნა შედარებით მეტი იქნება.

„ჯერჯერობით არ გვყავს დამსვენებლები. ახლა დავიწყეთ სეზონი, ჯერჯერობით არ არიან სტუმრები. 1-ელი ივლისიდან დაიწყებს სავარაუდოდ ნაკადი. აგვისტოსთვის მოლოდინები გვაქვს დიდი, იქამდე – ნაკლები. ადგილებია არიან ჩვენთან ძირითადად“, – განაცხადა მამუკა ქათამაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge