კირჩხიბი
2024 წლის ივლისის თვის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი სწორედ თქვენ ხართ! ახალი მთვარე, რომელიც თქვენს ნიშანში იქნება, საინტერესო ადამიანთან შეგახვედრებთ და საოცარ თავგადასავალს მოგიწყობთ. ამ თვეში ყველა შანსი გაქვთ, რომ საბოლოოდ შეხვდეთ იმას, ვისაც უკვე დიდი ხანია, ელოდებით… შესაძლოა, ერთობლივად ჩაერთოთ რაიმე პროექტში და თქვენი გზები სწორედ საქმიან გარემოში გადაიკვეთოს. ან კიდევ შეიძლება, დარბაზში ვარჯიშის დროს, მეგობრებთან ერთად გართობისას გაიცნოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თვე ახალ სასიყვარულო თავგადასავალსა და სასიამოვნო ემოციებს გიმზადებთ.
თხის რქა
ახალი მთვარე და ვენერას ტრანზიტი თქვენს სასიყვარულო სექტორში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის ივლისში შესაძლოა, ახალ ადამიანს შეხვდეთ. აღსანიშნავია, რომ ინიციატივას სწორედ მისგან იგრძნობთ. შეხვედრას, საერთო ინტერესებზე საუბარს შემოგთავაზებთ და მალევე აღმოაჩენთ, რომ ის თქვენთვის იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი ნაცნობი.
თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, ეს თვე გიბიძგებთ, სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოთ და ურთიერთობა ან უფრო სერიოზულ ეტაპზე გადაიყვანოთ ან კიდევ საბოლოოდ დაასრულოთ.
კურო
თვენი მმართველი პლანეტა, ვენერა, შეხვედრების სექტორში იქნება, მარსი კი თქვენს ნიშანში – ეს კომბინაცია კი განაპირობებს იმას, რომ მთელი თვის განმავლობაში თქვენ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი იქნებით და თაყვანისმცემლებისგან გაზრდილ ყურადღებას იგრძნობთ. შესაძლოა, იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელთან კომუნიკაციაც თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება და მასთან ერთად დაუვიწყარ მოგონებებსაც შექმნით. ნუ შეგეშინდებათ ურთიერთობებისა და სიახლეების. წინ დასამახსოვრებელი თავგადასავალი გელოდებათ და საკუთარ თავსაც ბევრად უკეთ გაიცნობთ.
ლომი
პლანეტა ვენერა თქვენი საიდუმლოს სექტორში გადავა, სადაც, ამავდროულად, 4 ივლისს ახალი მთვარეც იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ახალი თაყვანისმცემელი, რომელთანაც თავდაპირველად ონლაინ, ვირტუალურად გექნებათ კომუნიკაცია. 13 ივლისიდან კი, დიდი ალბათობით, ამ ურთიერთობაში რაღაც შეიცვლება. სწორედ ამ დღეს სიყვარულის პლანეტა, ვენერა, რომელიც თქვენს ნიშანში იქნება, პლუტონს დაუპირისპირდება და შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. შეხვდეთ თაყვანისმცემელს და სამომავლო გეგმებზეც დაფიქრდეთ.
ვერძი
13 ივლისს ვენერა თქვენს სასიყვარულო სექტორში გადავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს თვე სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდეს. აღსანიშნავია, რომ 14 ივლისს მთვარე სასწორის ნიშანში წარსულის კვანძს მიჰყვება. ამიტომ, შესაძლოა ყოფილ შეყვარებულთან, პარტნიორთან ურთიერთობის განახლებაზე იფიქროთ. ან კიდევ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც გაგახსენებთ იმას, ვინც წარსულში გიყვარდათ. ივლისი თქვენთვის თავგადასავლების თვეა, რაც რომანტიკულ ურთიერთობებზეც აისახება.
წყარო: “ბომონდი”