Thursday, August 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველო-თურქეთის მატჩის შემდეგ ვილი სანიოლი პირველ კომენტარს აკეთებს

June 18, 2024
საქართველო-თურქეთის მატჩის შემდეგ ვილი სანიოლი პირველ კომენტარს აკეთებს

„როცა აგებ, კარგი არ არის, თუმცა ევროპულ ასპარეზზე საქართველოს ნაკრების საფეხბურთო შესაძლებლობები წარმოვაჩინეთ. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ თამაშით კი და ამით ვამაყობ“, – ამის შესახებ საქართვეელოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საქართველო-თურქეთის თამაშის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბოლო წლებში, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი გაკეთდა, ისტორია დაიწერა და მოხარული ვარ, რომ მეც მათი ისტორიის ნაწილი გავხდი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ კარგი პერფორმანსი დავდეთ, რაც სამომავლო განვითარებისთვის ძალიან დაგვეხმარება.

მომავალში უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ. ახლა მთლიანად შემდეგ თამაშზე უნდა ვკონცეტრირდეთ, სადაც ასევე კარგ პერფორმანსს გვპირდებით. მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრებიდან ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა და მოხარული ვარ, რადგან კარგი თამაში ჰქონდა. რა დაგვაკლდა იმისთვის, რომ არ წაგვეგო? ვფიქრობ, ცოტა გამოცდილება.

მსგავს ფორუმზე პირველად ვთამაშობთ და ასეთი დონის თამაშებით ვსწავლობთ იმას, როგორ არ წავაგოთ მსგავსი მატჩები მომავალში. მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე ვითამაშეთ. ბაიერნში წლები ვთამაშობდი, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ დორტმუნდის სტადიონი ერთ-ერთი გამორჩეულია. საქართველოს ნაკრების ჰიმნის დროს, თურქი გულშემატკივრები უსტვენდნენ, რაც დიდი უპატივცემულობაა.

ისე კი, თურქმა და ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივარს კარგი თამაში უჩვენა. მამარდაშვილის შეტევაში წასვლა ლოგიკური იყო, რადგან 2:1 წავაგებდით თუ 3:1, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამიტომ ამაში ნეგატივს ვერ ვხედავ“, – განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქუთაისში უბნის ინსპექტორი სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიზნით დააკავეს”- საქართველოს პროკურატურა
  • „PALITRA NEWS-ის გადაცემაში ვახტანგ იობაშვილმა დეზინფორმაცია გაავრცელა” – შემოსავლების სამსახური
  • “პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი გაუპატიურებით მემუქრებოდა” – ანასტასია ზინოვკინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge