Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ეღირება ბათუმში ბინის დღიურად ქირაობა ზაფხულის განმავლობაში?

June 19, 2024
რა ეღირება ბათუმში ბინის დღიურად ქირაობა ზაფხულის განმავლობაში?

ბათუმში საზღვაო სეზონი უკვე გაიხსნა. რა ღირს, ან რა ეღირება ბათუმში ბინა ამ ზაფხულს? – გამოცემა “ბათუმელები” უძრავი ქონების რამდენიმე აგენტს და ბინების მესაკუთრეებს გაესაუბრა და ამ კითხვაზე პასუხის მიღებას შეეცადა.

“ცარიელია ბინები, სადაა ტურისტი?” – ამის შესახებ გამოცემას ბათუმში, ერთ-ერთი გასაქირავებელი ბინის მესაკუთრე უყვება. ამბობს, რომ ბინას ბაგრატიონის ქუჩაზე დღეში 50 ლარად აქირავებს.

“ჩემთან მოდიან ძირითადად გიდები, მძღოლები, ტურისტების მომსახურე პერსონალი, ტურისტი ნაკლებია… შარშან სასტუმრო მქონდა აღებული გარეუბანში, ძალიან კარგი მუშაობა გვქონდა, რუსების ნაკადი იყო იმდენი დიდი, რომ გარეუბანშიც კი სავსე ვიყავით”, – თქვა მან. 

ასევე, ბინების მესაკუთრეები ამბობენ, რომ დღიურად გასაქირავებელ ბინებს გასული წლის ზაფხულის ფასი დაადეს, რადგან, მათი თქმით, ამ დროისთვის, ნაკლები მსურველია. უძრავი ქონების აგენტების დაკვირვებით კი, ბინების დღიური გაქირავების ფასი ბათუმის შემთხვევაში სულ მცირე 10%-ით შემცირდა.

როგორც გამოცემა წერს, ზღვასთან ახლოს, სტუდიოს ტიპის ბინის [2 ადამიანზე გათვლილი] დაქირავება ივნისში, დღეში მინიმუმ 80-100 ლარი დაგიჯდებათ, ბათუმის შუა ზოლში – 60-80 ლარი, ე.წ. ჭაობში კი 50 ლარი.

„რუსები თვითონ აქირავებენ უკვე ბინებს, ჩვენამდე აღარ მოდიან… ბინაში ორი ადამიანი მოთავსდება, ასევე ბავშვი ან ბავშვები, ფასი 60 ლარია დღეში. ივლისსა და აგვისტოში იგივე ბინა 100 ლარი ეღირება. გასულ წელსაც ეს ფასები იყო… მეტად უნდა გალამაზდეს ქალაქი, მეტი ობიექტი მოეწყოს, კონცერტები ნაკლებია,“ – ამბობს ტბელ აბუსერიძის და შარტავას ქუჩებზე ბინების მესაკუთრე, გიგა გორგილაძე გამოცემასთან.

“დისქავერ ბათუმის” მენეჯერი, თამთა წურწუმია კი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ამ დროისთვის ბაზარი სტაბილური არ არის, შესაბამისად, არასტაბილურია ბინების ფასებიც.

“რუსებმა ძირითადად იქირავეს კომერციული ფართები და იქვე მოაწყვეს საცხოვრებელი სივრცე.

ამ ეტაპზე ბათუმში კარგად ქირავდება „ორბის“ აპარტამენტის ბინები, ფასი 90 ლარიდან 120 ლარამდეა. ივლისსა და აგვისტოში ეს ბინები მინიმუმ 150 ლარი ეღირება.

რაც შეეხება რუსთაველს და მიმდებარე ქუჩებს ქალაქის ცენტრში, მესაკუთრეები ამბობენ 100 ლარს, მაგრამ ჯერ მსურველი არ ჩანს. ტურისტებისთვის უფრო მისაღებია სტუდიოს ტიპის ბინები და არა ბინები ძველი რემონტით თუნდაც ძველ ბათუმში. ქალაქის ცენტრში, ახალ კორპუსებში, დღიურად ბინებს ნაკლებად აქირავებენ.

ჩემი დაკვირვებით, მოთხოვნა დღიურად გაქირავებაზე შემცირებულია წინა წელთან შედარებით, თუმცა სეზონი წინაა,“ – ამბობს ის. 

გამოცემა ბათუმში მდებარე სამი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ფასებითაც დაინტერესდა: რა ღირს სტანდარტული, ორადგილიანი ნომერი საუზმით?

სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ ამბობენ, რომ ხვალისთვის სტანდარტული ნომრის ფასი 815 ლარია „შერატონში“ სტანდარტული ნომრის ფასი საუზმით 1023 ლარი, „ჰილტონში“ კი 410 აშშ დოლარია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ცოცხალი აღარაა, გასასკდომი გულიც აღარ მაქვს” – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს
  • 🎥”ქართული ოცნების პირობებში ჩვენ არათუ ევროპას დავკარგავთ, არამედ ქართველი ერის სრული დეგრადაცია მოხდება”- გედევან ფოფხაძე
  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge