ისტორიული მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება – ქართველი ქომაგების ნაკადი კი დორტმუნდის ქუჩებში არ წყდება. საქართველოს მოქალაქეები მატჩზე დასასწრებად გერმანიაში, მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ. ეპიცენტრი ზუსტად 5 საათში ქალაქის სტადიონი გახდება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მოედანზე გავა და ქვეყნის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლას, თურქეთთან მატჩით დაიწყებს. ევროპის ჩემპიონტაზე პირველად, აჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნიც.
დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული თარიღია. სტადიონზე ეროვნილი ნაკრების მხარდასაჭერად ათასობით ქართველი მივა. მეორე დღეა დორტმუნდი ქართველი ქომაგებით არის სავსე და თითქმის ყველა ქუჩაზე ქართული შეძახილები ისმის.
ისინი, კი ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, გადამწვეტი თამაშის ყურების შესაძლელობლობა მიხეილ მესხის სტადიონზე ექნებათ. სტადიონზე გიგანტური 6 ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და კარი ქართველი ქომაგებისთვის ზუსტად 6 საათზე გაიღება.
ბოლო განცხადება გადამწყვეტი მატჩის წინ უკვე გააკეთეს ეროვნული ნაკრების წევრებმაც, თქვეს, რომ მზად არიან მოგებისთვის და გამარჯვებითვის.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს.
შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება.