Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

ვერ დავიბრუნე ხალისი. ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები…” – თინა ხიდაშელი

April 27, 2021
ვერ დავიბრუნე ხალისი. ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები…” – თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, კვლავ საავადმყოფოში მოხვდა – ჯანმრთელობა სახლში გაწერის შემდეგ გაუუარესდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი “ფეისბუქზე” წერს, რომ თავს სუსტად გრძნობს და უამრავ პროცედურას უტარებენ.

“როგორ მეზარებოდა ახალ წელს ნაძვის ხის დადგმა, ზეიმი, მწვანე-წითელი ბრჭყვიალი, სანტა-კლაუსები და თოვლის ბაბუები.

მაინც მოვინდომე, მოვრთე და მოვკაზმე, კოვიდ დეპრესიას ბრძოლა გამოვუცხადე და ელავდა და ბზრიალებდა ჩემი სახლი.

ჩემს თავს პირობა მივეცი არ დავიზარებდი და არანაკლებ დროს და ენერგიას მოვანდომებდი სააღდგომო სამზადისს.

არ გამოვიდა… ვერ ვასრულებ პირობას.

რამდენი რამე გამოვტოვე …

– თოვლი თბილისში;

– გაზაფხულის მოსვლა;

– ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები;

– ბზობა;

– აღდგომა…..

ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატებს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს, უგუნებობას… ვერ დავიბრუნე ხალისი.

არასოდეს გადადოთ ზეიმი, მხიარულება, არასოდეს უთხრათ არა კარგ განწყობას! სულ მუდამ გამაღიზიანებელ კლიშედ მიმაჩნდა “იცხოვრე ყოველი დღე ისე როგორც უკანასკნელი”. არ ყოფილა კლიშე, ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ყოფილა!

რამდენიმე წლის წინ, 2016-ში დავწერე სიცილი დავკარგე და სიცილის დაბრუნებამდე გემშვიდობებითთქო. რა უღიმღამოდ მოჩანს ეხლა მაშინდელი ტრაგედია და დარდი, ისიც კი აღარ მახსოვს საერთოდ რა იყო ის ტრაგედია და დარდი. წინ იმხელა განსაცდელი მელოდა თურმე, ნამდვილი გამოცდა ნერვებზე, გამძლეობაზე, მობილიზების უნარზე, ხალისის აღმოჩენასა და მოხმობაზე და ალბათ მაინც ყველაზე მთავარზე შენი დარდით და განსაცდელით არ დატანჯო სხვები …

არ ვიცი როგორ ჩავაბარებ ამ გამოცდას, ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს წინ, მაგრამ, ამდენი პრობლემის, სრულ საგიჟეთში ცხოვრების, ირგვლივ უდიდესი გაჭირვებისა და დეპრესიის ფონზე, ყოველდღიულად ამდენ ადამიანს რომ ვახსენდები, მკითხულობს, წარმოუდგენელ სიყვარულს და ენერგიას მიგზავნის, უკვე ზუსტად ვიცი რომ სამი თვის შემდეგ იქნება, თუ ექვსი თვის შემდეგ, აუცილებლად ფეხზე დავდგები და იმაზე უფრო რკინის ვიქნები, ვიდრე მანამდე ჩემი, შენი, ჩვენი უკეთესი ყოფისთვის.

P.S აქვე ძალიან დიდი ბოდიში ყველას როდესაც უცებ ვერ გპასუხობთ, ერთი მხრივ ძალიან სუსტად ვარ, უამრავ პროცედურას მიტარებენ, და თუ პროცედურებზე არ ვარ ისეთი დაღლილი ვარ, პრაქტიკულად, სულ მძინავს და ამასობაში გადის დღე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა ყველას მოგეფეროთ და მადლობა გითხრათ ამას, როგორც ჩანს, ხშირად ვერ ვახერხებ.“ – წერს ხიდაშელი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge