„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
გლდანის რაიონი, ილორის ქ.N10-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 6/14/2024 15:35 -დან 6/15/2024 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ილორის N2-14 ლუწებს.
ნაძალადევის რაიონი, კალიუჟინის ქ.N23ა-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 6/14/2024 16:30- დან 6/15/2024 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ურიდიას- (იგივე ჩოდრიშვილის), გულრიფშის, სუმბათაშვილ- იუჟინის, ლევან ქართლელიშვილის, დომენტი ჟღენტის, საჭილაოს N 47-დან N 62-მდე (კენტ და ლუწ ნომრებს), ენისელის, კობალაძის(კალიუჟინის), სართანიას, ვასილ თამარაშვილის, ლევან ცქიტიშვილის, მიტინგის, რაჭის, ახტალის, ბახმაროს, ზედაუბნის ქუჩებს.
ხვალ თბილისის ნაწილს მთელი დღის განმავლობაში დენიც შეუჩრდება.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, სანაპიროს, ვეკუას, ბარათაშვილის, მტკვრის და დადიანის (ფონიჭალა) ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, თბილის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიის, სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამგორის დასახლების, ქართველიშვილის, იუმაშევის, ჯავახეთის, ხვედელიანის, სტურუას, მეფრინველეთა, ჭირნახულის, ქიზიყის, გუჯეჯიანის, იგოეთის, ქებურიას, კაცხის, ბერიძის, კაჭარავას, თოფურიძე ვალენტინის, შანშიაშვილის, ლოლაძის, ანდრიაძის, შიუკაშვილის, დევდარიანის, ევროპის, ახვლედიანის და ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.