Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯარიმა 4000 ლარამდე – რა სანქციებს ითვალისწინებს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი

June 14, 2024
ჯარიმა 4000 ლარამდე – რა სანქციებს ითვალისწინებს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა, გარკვეული სახის ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, ფულად სანქციებს ითვალისწინებს.

აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილები, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები 800-დან 4000 ლარამდეა მერყეობს.

უფრო კონკრეტულად, კანონპროექტში ვკითხულობთ: „ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, თუ აღნიშნული რეკლამის გამავრცელებელი მის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებდა, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით“.

პროექტის მიხედვით, იგივე ინფორმაციის არასრულწლოვანისთვის მიწოდება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირის − 3 000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ადრეული აღზრდისა, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მსგავსი ინფორმაციის შეტანა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, იურიდიული პირის კი − 4 000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ცნობისთვის, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: – მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი „ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დაწყნარდეს… ვიღაც კობახიძეები არიან გარდამავალები”- ზურაბიშვილი კობახიძის განცხადებაზე
  • „დანით 75 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი გაიქცა…“ – შეყვარებულის მკვლელობისთვის მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
  • “ჩვენ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ ჩვენი სინდისის პატიმრების გათავისუფლების ხაზზე!”- რატი ამაღლობელმა აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge