Saturday, September 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბალდაში არსებული მდგომარეობა დღითიდღე საშიშ ფორმებს იღებს” – ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს მიმართავს

June 13, 2024
“ბალდაში არსებული მდგომარეობა დღითიდღე საშიშ ფორმებს იღებს” – ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს მიმართავს

“არსებული მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო დაძაბულ და საშიშ ფორმებს იღებს”– ასე ეხმიანება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მარტვილის მუნიციპალიტეტში კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოების გამო მომხდარ დანაშაულს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებს – გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი და უახლოეს დღეებში უზრუნველყონ დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა.

,,სახალხო დამცველი შეშფოთებულია სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებით და მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო დაძაბულ და საშიშ ფორმებს იღებს. ამდენად, აუცილებელია, სახელმწიფომ გადადგას ყველა ქმედითი ნაბიჯი სიტუაციის განსამუხტად და კრიზისიდან გამოსვლის გზების მოსაძებნად; აღნიშნულის მისაღწევად კი პროტესტის მონაწილეებთან დიალოგსა და მედიაციას ალტერნატივა არ აქვს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში არსებული კრიზისული ვითარების, ასევე, თავად განსახილველი საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებს – გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი და უახლოეს დღეებში უზრუნველყონ დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა, მაქსიმალურად გაითვალისწინონ შეხვედრის მოსახლეობისთვის სასურველი ფორმატი და ხელი შეუწყონ ნდობაზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს.”

შეგახსენებთ, პროკურატურამ  მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი  განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დაკავებულ სამ პირს, ძმებ ხურცილავებს, ასევე კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეს, ინდიკო ბჟალავას ბრალდება წარუდგინა”- აცხადებს ომბუდსმენი.

შეგახსენებთ, პროკურატურამ  მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი  განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დაკავებულ სამ პირს, ძმებ ხურცილავებს, ასევე კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეს, ინდიკო ბჟალავას ბრალდება წარუდგინა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა
  • ბათუმში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
  • “საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ვცდებოდე”- ნიკა გვარამია მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge