„რამე არ შეგეშალოთ, „ქოცებო“, თორემ მერე დანდობა აღარ იქნება თქვენი – ორლულიანი თოფების აჯანყება არ მიიღოთ”- აცხადებს ოპოზიციის წევრი გუბაზ სანიკიძე და “ქართულ ოცნებას” სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
სანიკიძე ამბობს, რომ ქართული ოცნება გადატრიალების საფრთხის წინაშე დგას:
„რამე არ შეგეშალოთ, „ქოცებო“, თორემ მერე დანდობა აღარ იქნება თქვენი. ეს ახალგაზრდობა უპატრონოები არ არიან, ამათ მამები და დედები ჰყავთ. ორლულიანი თოფების აჯანყება არ მიიღოთ. მამების აჯანყება არ მიიღოთ, გაფრთხილებთ. შარში გაეხვევით, ფიზიკური დანდობა არ იქნება თქვენი.
რომელიმე ბავშვს რამე არ დაემართოს, თორემ რომლის მამა გაჩერდება? ეს საქართველოა, ბელარუსია და რუსეთი არ არის, „პაჩკობით“ რომ მიჰყავთ ომში და ხოცავენ ახალგაზრდობას, არც იმათ ინდობენ და არ თავის თავს. რამე არ შეგეშალოთ, რომელიმე ბავშვს რამე მოურჩენელი არ დაემართოს. დამიბარეთ ახლა სუს-ში, მოვალ ჩაგიტარებთ ლექციას. თქვენ არიეთ ქვეყანა მაისში. პარტიებმა დაიწყეს საუბარი, პენსიებზე იყო ლაპარაკი, როგორი უნდა იყოს ფასები, თქვენ ბომბი შემოაგდეთ ქვეყანაში. რადიკალიზაცია თქვენ დაიწყეთ. ამიტომ, ფრთხილად იყავით“, – განაცხადა სანიკიძემ.