Saturday, September 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ შევამოწმოთ, შესულია თუ არა ვინმე ჩვენ Facebook-ზე

June 12, 2024
Meta-ს პირველი განცხადება სოციალური ქსელების გათიშვაზე

დაფიქსირებულა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სისტემაში შესვლისას უცხო ადამიანების ანგარიშები მოუჩანდათ. ამის შესახებ თვეების წინ რამდენიმე მომხმარებელი წერდაReddit-ზე.

Facebook აქამდეც არაერთხელ გამოსულა მწყობრიდან, თუმცა სისტემიდან მომხმარებელთა უმრავლესობის “გაყრა” იშვიათი შემთხვევაა. დაუზუსტებელი ვერსიით, შესაძლოა, პრობლემა ამჯერად ავთენტიფიკაციის სერვერების მწყობრიდან გამოსვლასთან იყოს კავშირში.

ავტორიზაცია მომხმარებლებს მასობრივად გაუუქმდათ. მწყობრიდან გამოსული და შემდეგ აღდგენილი სერვერების გავლით ანგარიშებში შესვლას უამრავი ადამიანი ცდილობს. ეს სერვერებს ტვირთავს, რაც, შესაძლოა, სხვების ანგარიშების ჩვენებაში ვლინდებოდეს და მათში შესვლის საშუალებას გვაძლევდეს. მეორე, ასევე დაუზუსტებელი, ვარიანტია ის, რომ მომხმარებლებს საერთო სამართავი გვერდებიდან უჩანთ სხვა ანგარიშები, ანუ იმ ხალხის ანგარიშები, რომლებთან ერთადაც რაიმე გვერდს მართავენ.

მართალია, პრობლემის მიზეზებზე საუბარი რთულია, თუმცა მინიმუმ იმის გადამოწმება მაინც შეგიძლიათ, არის თუ არა ვინმე შესული თქვენს ანგარიშზე.

ამისათვის ჯერ Settings & Privacy ველში უნდა შეხვიდეთ და Settings აირჩიოთ. Meta-ს ანგარიშების ცენტრიდან (Accounts Centre) შემდეგ Password & security ველში უნდა შეხვიდეთ. შემდეგ უკვე შეგეძლებათ, Where you’re logged in ველიდან იხილოთ, რა მოწყობილობებია შესული თქვენს Facebook ანგარიშზე.

თუკი უცხო მობილურს/კომპიუტერს აღმოაჩენთ, Select devices to log out ველიდან შესაბამისი მოწყობილობა აირჩიეთ და Log outღილაკით სისტემიდან გამოდით.

ამის შემდეგ უმჯობესია, პაროლი განაახლოთ და შეამოწმოთ, უცხო აქტივობა ხომ არ განხორციელებულა თქვენი სახელით — რთული სათქმელია, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება ამჯერად, თუმცა ეს უსაფრთხოების საბაზისო ინსტრუქციაა, რომელსაც მსგავს სიტუაციებში უნდა მიმართოთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “Gen Z საერთოდ გაუნათლებელია…” – რას ამბობს ზაზა შათირიშვილი
  • “200 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს” – შსს ინფორმაციას ავრცელებს
  • არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge