Black Sea Arena ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც ჯგუფის MASSIVE ATTACK-ის 28 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გაუქმებულია.
25 აპრილს ჯგუფს ქართველი ხალხის სახელით მოძრაობა “სირცხვილიამ” მიმართა და Massive Attack-ს მოუწოდა, საქართველოში კონცერტის გამართვამდე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ “საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას” და განსჯის საფუძველზე გადადგან საპასუხო ნაბიჯი.
მოძრაობის მიერ გავრცელებულ მიმართვის ტექსტში საუბარი იყო “ოლიგარქიულ მმართველობაზე”, “აგენტების კანონზე”, საკონსტიტუციო ცვლილებაზე – “ანტი-ლგბტ კანონზე”, “ოფშორების კანონსა” და “ძალადობრივ რეპრესიებზე”. მათი თქმით, დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლ საზოგადოებას, მთავრობა დემონსტრაციების დროს “სისასტიკით პასუხობს.
ბრიტანული ჯგუფის, Massive Attack-ის კონცერტი 28 ივლისს 21:00 საათზე შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე იყო დაგეგმილი. ჯგუფი მთავრობის მხარდაჭერილი კამპანიის – Starring Georgia-ს ფარგლებში უნდა ჩამოსულიყო.