სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სალხინოს მამათა მონასტერში – დაპირისპირება ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას მისვლას მოჰყვა.
სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი დანიელი მონასტრის ტერიტორიიდან ბიზნესმენის გაყვანას ითხოვს. ის კლიმენტი კეკუტიას ეკლესიის მტერს უწოდებს.
“შე მკვლელო, არაკაცო, გაეთრიეთ გარეთ. გაათრიეთ ის აქედან! ამათი ბოსია კეკუტია. კეკუტიას რა უნდა ტაძარში, კაცის მკვლელს? ნახევარი მიწები რომ წაართვა ხალხს სალხინოში.
კეკუტიას გამოჩენამ გამოიწვია დაპირისპირება, ის არ უნდა იყოს აქ დღეს. ის არის მტერი ეკლესიის,” – განაცხადა მამა დანიელმა.
ასევე, სასულიერო პირები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კლიმენტი კეკუტია ეკლესიას არ დატოვებს, ისინი რამის დათმობას არ აპირებენ.
“სახეა საპატრიარქოსი კლიმენტი კეკუტია და მისი დამქაშები, მეტი რა გითხრათ?! თუ ის არ დააპირებს დატოვოს ეკლესია, მაშინ არც ჩვენ ვაპირებთ რამის დათმობას,” – ამბობს ერთ-ერთი სასულიერო პირი.
მონასტრის ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.