Thursday, September 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სიახლე ვაშლიჯვრის კორპუსთან დაკავშირებით – “ამ კორპუსის მდგომარეობა საგანგაშოა მთელი ქალაქისა და სამშენებლო ინდუსტრიისთვის”

June 12, 2024
სიახლე ვაშლიჯვრის კორპუსთან დაკავშირებით – “ამ კორპუსის მდგომარეობა საგანგაშოა მთელი ქალაქისა და სამშენებლო ინდუსტრიისთვის”

ვაშლიჯვარში 60-მდე ოჯახის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. ახალაშენებულ კორპუსს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მეოთხე კლასის დაზიანების კვალიფიკაციას ანიჭებს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბინა საცხოვრებლად უვარგისია.

მშენებელი კომპანია “ტორი” პასუხისმგებლობას იხსნის და ისრებს მერიის მიმართულებით ისვრის.

თეა გოდოლაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული კორპუსის მდგომარეობა საგანგაშოა. გოდოლაძე განმარტავს, რომ სამშენებლო სისტემაში მშენებლობის კონტროლის კუთხით სრული ქაოსია, ამ კორპუსის მაგალითზე კი ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

არზაყან ემუხვარის 9 ნომერში ახალაშენებულ, მრავალსართულიან შენობას ბზარები რამდენიმე დღის წინ გაუჩნდა. გეოლოგ თეა გოდოლაძის შეფასებით, კორპუსი არამდგარადი მასალითაა ნაშენები, რაც უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების უგულებელყოფას ნიშნავს.

ვაშლიჯვრის პროექტზე ნებართვა 2016 წელს მიიღეს, 2019 წელს კი მშენებლობა დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კომპანია თავს ამჟამად გაკოტრებულად აცხადებას. მათ სახელზე კი რეალურად რამდენიმე პროექტი ირიცხება. ჩვენ ვცადეთ კითხვების დასმა კომპანიის წარმომადგენლებთან, თუმცა უშედეგოდ.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად შეესაბამება “ტორის” მიერ აშენებული კორპუსები უსაფრთხოების ნორმებს, რადგან მათ მიერ აშენებული პროექტები ეჭვს აჩენს.

კორპუსი, რომელშიც მოსახლეობა 2019 წლიდან ცხოვრობს, ექსპლუატაციაში შესული ამ დრომდე არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ მერიას ის ამ დრომდე არ შეუმოწმებია.

რეალურად კი, პრობლემა ისაა, რომ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება არ არის სახელმწიფოს მხრიდან გაკონტროლებული. კანონმდებლობა 2021 წელს შეიცვალა, თუმცა ის მანამდე გაცემულ ნებართვებს არ ეხება. შესაბამისად, 2018-23 წლების სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, 59 ათასი სამშენებლო ნებართვა იყო გაცემული, საიდანაც მხოლოდ 12 000 შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, 80 პროცენტში უამრავი ხარვეზი შეიძლება არსებობდეს.

წყარო: palitravideo,ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კონსერვატორი ჩარლი კირკი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, გარდაიცვალა
  • ამერიკელი კონსერვატორი ჩარლი კირკი სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს – მისი მდგომარეობა კრიტიკულია
  • როგორი ამინდი იქნება 11 სექტემბერს – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge