“ქველმოქმედება დიდი სიკეთე შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ თუ ჯერ ვალდებულებას ასრულებ”– ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ლონდონის კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს უძველესი ქართული ხელნაწერის შეძენას.
,,როცა ფაქტობრივად ხელისუფლებას მართავ და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხარ, მე არ გთხოვ იმას, რისი ვალდებულებაც არ გაქვს ანუ არ გთხოვ ქველმოქმედებას, მე გთხოვ იმას, რისი ვალდებულებაც გაქვს ანუ იმას, რომ ქვეყანა არ გახადო საბჭოურ-ირანული უცნაური ჰიბრიდი, იმას რომ არ დევნო კრიტიკოსები და ისინი ვინც არ გეთანხმებიან და ა.შ.
ქველმოქმედება დიდი სიკეთე შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ჯერ ვალდებულებას ასრულებ და მხოლოდ მას შემდეგ ნებას.
თუ დაიცავ დემოკრატიის ელემენტარულ წესს, დაიცვა ადამიანი, მათ შორის ისინიც, ვინც არ მოგწონს, მაშინ შენი ქველმოქმედება კიდეც გამახარებს, კიდეც მადლიერი დავრჩები და კიდეც პირველი დავიძახებ ამას, მაგრამ სანამ მდევნი და მაშორებ ჩემს საუკუნოვან ოცნებას – ევროპას, მაშინ სიკეთის აქტიც კი შეიძლება პოპ მარკეტინგში ჩაგითვალო და არა სათნოებაში, რისთვისაც ქველმოქმედება უნდა ხდებოდეს”– წერს გამზარდია.
ცნობისთვის, ლონდონის კრისტის აუქციონზე იოანე ზოსიმეს უძველესი ქართული ხელნაწერი, 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაცია ცოტახნის წინ გავრცელდა.
როგორც სოციალურ ქსელში პრემიერმა იორაკლი კობახიძემ დაწერა, წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და მას საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადასცა.