ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩში, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი დაზიანების გამო 50-ე წუთზე იძულებით შეცვალეს.
როგორც საქართველოს ნაკრების სამედიცინო შტაბში Geo Team-ს უთხრეს, მსგავსი სტილის დაზიანებას აღდგენისთვის დაახლოებით 3 დღე სჭირდება. უფრო მეტი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.