ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმის პროკურორი ყვება, თუ რა საქმის გაკეთებას აიძულებდნენ ბრალდებულები სამხედროებს.
პროკურორის თქმით, ბრალდებულმა ბიჩელაშვილმა მოკლეტარიანი კბილის ჯაგრისით და კბილის პასტით დაზარალებულ მარტიროს მანასიანს საპირფარეშოს იატაკი მოახეხინა. ასევე, დაზარალებულებს, სულხანიშვილსა და სეხნიაშვილს სიტყვიერი ბრძანებით, 2-დან 4-საათამდე მუხლებზე დაჩოქილს სხვა ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით ყაზარმის ტერიტორია გაახეხინა.
2021-04-23მენეჯერმა დამსაქმებელს 4-წლიანი დავა მოუგო, სამსახურში აღდგა და იძულებით განაცდურის სახით 48 000 ლარს მიიღებს
ბიჩელაშვილმა ასევე დაზარალებულ არშავირ არუტულიანს სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე მოკლეტარიანი ფეხსაცმლის საწმენდი „ჩოთქით“ ყაზარმის ოთახი, საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის სივრცე მოაწმენდინა.
ამასთან, გიორგი ბიჩელაშვილმა ერთ-ერთ დაზარალებულს დამამცირებელი მოქმედების დროს ფოტოსურათები გადაუღო და ტელეფონში კომპრომატის სახით ინახავდა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, დიმიტრი დევდარიანს, მან ერთ-ერთ დაზარალებულს – სეხნიაშვილს სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით უთხრა, რომ მისი საქმე მხოლოდ ხეხვა იყო.
დევდარიანმა თამაზ სეხნიაშვილს დილიდან საღამომდე, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, სხვა ვადიანი ჯარისკაცების თანდასწრებით ახეხინა ყაზარმის ტერიტორია, საპირფარეშოს პირსაბანი იატაკი, კარი.
პოლიციელებს, რომლებიც სამხედროებს დამამცირებლად ეპყრობოდნენ, პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.