“ორჯერ ბელადის და პარტიული ხაზის წინააღმდეგაც კი წავიდა და განსდვავბეული აზრი გამოთქვა, მაშ”– ასე ეხმიანებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ინტერვიუს, რომელიც “ტვ იმედთან” ჰქონდა.
წულუკიანის გუშინდელი ინტერვიუდან მარტო შპარგალკა და no, no რომ დაიმახსოვრეთ, ორჯერ ბელადის და პარტიული ხაზის წინააღმდეგაც კი წავიდა და განსხვავებული აზრი გამოთქვა, მაშ!
ერთი თქვა: კი მართალია მტკიცება, რომ ამ აქციებით ესენი დაიღალნენ და ენერგია გამოეცალათ, მაგრამ არც იმდენად რომ არჩევნების მერე აქციებისთვის არ ეყოთო.
და მეორე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს რომ ვიღებთ და კინოს და ტელევიზას შეზღუდვებს ვუწესებთ, ინტერნეტს რას ვუშვებითო? თუ მიზანი პოროაგანდისგან ბავშვის დაცვაა, ეგენი 24 საათი ინტერნეტში არიან და მაგათთვის ტელევიზიის შეზღუდვას რა აზრი აქვსო?
თქვენ კიდევ არ აფასებთ”– წერს მეტრეველი.