“სულ ცინცხალი სიახლეა და შეიძლება, ალბათ, თამამად ითქვას, რომ ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ, მათ და ჩვენდა სამწუხაროდ, აშშ უშვებს თავის სტრატერგიულ პარნტიორთან ურთიერთობაში”– ასე აფასებს თეა წულუკიანი სახდეპის მიერ სანქციების პირველი ტრანშის დაწესებას, სადაც 30-მდე მოქალაქე მოხვდა, მათ შორის, ოცნების წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები და მათი ოჯახის წევრები.
“იმედის” ეთერში წულუკიანი ისევ აშშ-ს ადანაშაულებს და ვარაუდობს, რომ კიდევ დაუშვებს პარტნიორი ქვეყანა “შეცდომას”.
“ალაბთ აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მორიგი შეცდომის შემდეგ ალბათთ, კიდევ სხვა შეცდომებით იქნება დაშვებული, დინამიკა ამას მე პირადად მავარაუდობინებს და ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს იმნ დროს, რომელიც საჭიროა ასეთ დროს, რომ ორმხრივ ურთიერთობებში დადგეს დღე, როდესაც დაიწყება ფურცხლის გადაშლა და ურთიერთობებში გადატვირთვა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აშშ-ს ძალიან სჭირდება, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს, ჩვენ დაველოდებით ამ დღეს,“ – ამბობს წულუკიანი.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, “ოცნების” წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.