თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 46 წლის კაცი დაკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალაც გაავრცელა. სადაც ისმის როგორ აგინებს და ფიზიკურად უსწორდება მამაკაცი ფიზიკურად არასრულწლოვნებს. ჩანაწერში ისმის ბავშვების საუბარიც.
“ბავშვები თამაშობენ, მე დებილივით “სალფეთქებზე” მივდივარ და ვყიდი, ვმათხოვრობ, აღარ მინდა”- ამბობს ჩანაწერში არასრულწოვანი.