ტყუპები
ახალი მთვარის დროს იუპიტერი თქვენს მმართველ პლანეტას, მერკურს უკავშირდება. ეს ასტროლოგიური მოვლენა კი თქვენს ცხოვრებაში ახალ ადამიანს შემოიყვანს. გაიცნობთ იმას, ვისაც უკვე დიდი ხანია, ელოდებით. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის მაღალი ინტელექტითა და განათლებით, კომუნიკაციის უნარით თქვენს ყურადღებას მიიქცევს და შესაძლოა, მეგობრობა მალე დიდ სიყვარულად გადაიქცეს.
მშვილდოსანი
ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის პირადი ცხოვრების რადიკალური ცვლილება შესაძლოა, ზუსტად 6 ივნისიდან დაიწყოს. თეთრი მთვარე თქვენი ურთიერთობების სფეროში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ რადიკალურ ცვლილებას იგრძნობთ. აღმოაჩენთ, თითქოს, თქვენ შიგნით რაღაც აყვავდა და გაბრწყინდა… დაელოდეთ სასიამოვნო თავგადასავალს. ახალი ურთიერთობა ან კიდევ უკვე არსებული, რომელსაც ახლებურად დაინახავთ, არაერთ სასიამოვნო თავგადასავალს მოგიტანთ.
მორიელი
თქვენი სასიყვარულო სექტორის მმართველი, ვენერა, მთვარესთან, მზესთან, იუპიტერთან და მერკურისთან ერთად ტრანსფორმაციისა და სექსუალობის სახლში შედის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, პირადი კრიზისის ფონზე, ურთიერთობების სერიოზულად გადახედვასა და საკუთარი თავის უკეთ შეფასებას იწყებთ. ახალი ურთიერთობებისა და ცვლილებებისათვის მზად იქნებით და არც შედეგი დააყოვნებს.
ვერძი
6 ივნისს თქვენი პარტნიორული მმართველი პლანეტა, ვენერა, კომუნიკაციისა და შეხვედრების სექტორში შედის. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, სწორედ ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც შემდგომში თქვენს ცხოვრებას დაუკავშირებთ. მოემზადეთ დიდი ტრანსფორმაციისათვის, რადგანაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახალი ურთიერთობა თქვენს ყოველდღიურობას თავდაყირა დააყენებს. თუმცა, ეს სასიამოვნო ცვლილებები და თავგადასავლები იქნება. თვის ბოლოს შავმა მთვარემ სასწორში შესაძლოა, სასიყვარულო სამკუთხედის მსგავსი სიტუაცია შეგიქმნათ. 2025 წლის აპრილის ბოლომდე ურთიერთობებში არაერთი ტესტი და გამოცდა გელოდებათ. ამიტომ, 6 ივნისის ახალი მთვარის მოვლენებს სერიოზულად მოეკიდეთ.
ქალწული
თქვენი მმართველი პლანეტა მერკური იუპიტერს სტატუსისა და ქორწინების სექტორში დაუკავშირდება. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს ადამიანი, რომელიც ემოციური ინტელექტით, ცოდნითა, თანაგრძნობის უნარით ნამდვილად მოგხიბლავთ და აღმოაჩენთ, რომ მისი სახით ძალიან სანდო და საიმედო დასაყრდენი იპოვეთ. თუ აქამდე არსებული ურთიერთობა უკვე ტოქსიკური გახდა და თავს ბედნიერად აღარ გრძნობდით, ახლა პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, რეალურ ცვლილებებს ნახავთ.