თბილისში 30 წლამდე მამაკაცმა ორსულ ცოლს სცემა და მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ფიზიკური ძალადობის დროს ქალი 3 თვის ორსული გახლდათ. ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
“რუსთავი2”-ს შსს-ში დაუდასტურეს, რომ მამაკაცი უკვე დაკავებულია. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.