მარწყვი — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია.საქართველოში ველურად იზრდება 3 სახეობა. ტყის მარწყვი ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და ველობებზე. საქართველოში — ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მოჰყავთ ბაღის მარწყვის მსხვილ-ნაყოფა ჯიში „კრასავიცა ზაგორია“. ნაყოფს იყენებენ ნედლად, გაყინულს და გადამუშავებულს (მურაბა, პასტილა, წვენი). მოსავლიანობა საშუალოდ 6-7 ტ/ჰა. ბაღის მარწყვის ძირითადი მავნებლებია ჟილო-მარწყვის ცხვირგრძელა. მარწყვის ნემატოდა, მარწყვის ტკიპა. დაავადებები — მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ფოთლის თეთრი და მურა ლაქიანობა.
მარწყვი ვიტამინებისა და მინერალების ნამდვილი საბადოა. მასში უხვად არის ვიტამინი C (5 ცალი მარწყვი იმდენსავე C ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც ერთი მოზრდილი ფორთოხალი), ვიტამინი B5, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, ფოლიუმის მჟავა, იოდი. თუ მარწყვს კვირაში რამდენიმეჯერ მიირთმევთ, სისხლძარღვთა კედლები გაგიმაგრდებათ. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებებიც.
როგორც ცნობილია, მარწყვი სრულიად უვნებელია დიაბეტიანებისთვის, რადგან სისხლში შაქრის დონეზე გავლენას არ ახდენს. გარდა ამისა, შარდმდენი ეფექტიც აქვს, ამიტომ შესანიშნავია თირკმლის პრობლემების დროს.
- აღნიშნული კერნკრის მირთმევისგან თავი უნდა შეიკავონ, პირველ რიგში ადამიანებმა, რომლებიც ალეგიულებიარიან. მარწყვი შეიცავს ანტოციანს – ნივთირებას, რომელიც ზოგიერთ ადამიანში იწვევს ძლიერ ალერგიას.
- ამას გარდა, დიდი რაოდენობით მარწყვის მიღება არ არის რეკომენდებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სახსრების ტკივილი და პოდაგრა აწუხებთ. მარწყვი მხოლოდ გააძლიერებს სახსრებში ტკივილის შეგრძნებას.