საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი [112] მოსახლეობას სმს შეტყობინებით ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს.
მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებს ეგზავნებათ, ნათქვამია, რომ 2 ივნისის დილამდე საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. 112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.