რუსთავში მარჯანიშვილისა და კლდიაშვილის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, თავდაპირველად ერთმანეთს “ნისანისა” და “ჰონდას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთი ინერციით გაჩერებულ ავტომობილებს დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.