Monday, August 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

🎥ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც გარდაცვლილი, ცნობილი ბერძენი მსახიობის მემკვიდრეთა სიაში აღმოჩნდა

May 31, 2024
🎥ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც გარდაცვლილი, ცნობილი ბერძენი მსახიობის მემკვიდრეთა სიაში აღმოჩნდა

ქართველი დიასახლისის ლამარა ლომთაძის და ბერძენი ვარსკვლავის მერი ხრონოპულოას ურთიერთობაზე ბერძნული მედია საუბარს არ წყვეტს.

მათი ისტორია 2001 წელს დაიწყო, როდესაც არტისტმა საბერძნეთში მყოფი ქართველი ქალი დიასახლისად აარჩია. თითქმის 20 წელი ლამარა ლომთაძე ცნობილ მსახიობს ერთგულად ემსახურებოდა. ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა.

განშორება უჭირდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ლამარა ლომთაძე ვარსკვლავს დაემშვიდობა და საქართველოში დაბრუნდა. 2 წლის შემდეგ, მერი ხრონოპულო გარდაიცვალა. ცნობილი მსახიობის მემკვიდრეთა სიაში ქართველი დამხმარეც აღმოჩნდა.

ამ ისტორიას არაერთი სატელევიზიო ეთერი მიეძღვნა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერი ხრონოპულომ ქართველ მომვლელს ერთ-ერთი სახლი და თანხა დაუტოვა.

“კურიერი P.S- მა” ლამარა ლომთაძე მოძებნა, მან შეხვედრაზე უარი გვითხრა, სატელეფონო საუბრისას კი განმარტა, რომ მემკვიდრეთა ნუსხაში არის, თუმცა მსახიობმა მხოლოდ თანხა უანდერძა, რომელიც ჯერ არ მიუღია. ლამარა ლომთაძეს ბერძენ ვარსკვლავთან კავშირი არც საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაუწყვეტია.

ბერძენი კინოვარსკვლავი მერი ხრონოპულო, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 60-იან წლებში ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გამორჩეულ მსახიობად ითვლებოდა, რომელმაც ბერძნული კინემატოგრაფიის ოქროს ხანაში დიდ წარმატებას მიაღწია, ასრულებდა დრამატულ როლებს და მონაწილეობდა ცნობილ მიუზიკლებში. იყო კინოს საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულის და კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდოს მფლობელი.

~მერი ხრონოპულომ მის საკუთრებაში არსებული 2 სახლი ბავშვთა სახლს დაუტოვა. ბერძნული წყაროების ინფორმაციით, ასობით ათას ევროდ არის შეფასებული მისი მოძრავი ქონებაც. ანდერძის დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა მისი შინაარსი მემკვიდრეებისთვის უკვე ცნობილია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი ხმაურიანი ბრძანება გასცა – დეტალები
  • 6 საკვაები, რომელიც უნდა მივირთვათ ზაფხულის სიცხის დროს? – გიორგი ღოღობერიძის რჩევები
  • როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა? – სინოპტიკოსების პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge