“ეს არ იყო მამა-შვილური მოფერება…“ – მიშა ანდღულაძეზე ბავშვობაში სექსუალურად იძალადეს
მიშა ანდღულაძე მისი ცხოვრების სკანდალურ ეპიზოდს ასაჯაროვებს. როგორც ირკვევა, მასზე ბავშვობაში იძალადეს
“ეს არ იყო მამა-შვილური მოფერება, ეს იყო სექსუალური ძალადობა, გამოვაცემინე შემაკავებელი ორდერი. 35 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ მამაჩემი პოლიციაში გამეშვა”…” სასქესო ორგანოზე შემეხო მოფერების დროს”, – ამბობს მიშა ანდღულაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
ამ ისტორიის შესახებ პრაიმტაიმი რამდენიმე თვის წინ წერდა, როდესაც გასული წლის ნოემბერში მსახიობმა ჟურნალ „სარკეში“ გააჟღერა ამბავი, რომ ის რომანის დაწერას აპირებდა.
„ბავშვობაში მეც ვიყავი რიტუალური ცხოვრების მიმდევარი. აღსარებაც კი მაქვს ჩაბარებული მამა ბასილთან, რომელიც შემდეგ ჯვრით დასდევდა ადამიანებს. ერთ-ერთი აღსარება მოძალადე მოძღვართან მაქვს ჩაბარებული. თავადაც ვყოფილვარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ეს ეპიზოდებიც აღწერილი მაქვს წიგნში.
13 წლის ვიყავი… ეს არ არის ერთადერთი ისტორია ამ ფაქტზე, მე მოვხვდი სტატისტიკაში“.
„წიგნი უკვე გამოსაცემად მზად არის. ველოდებით ლევან ბერძენიშვილის ანოტაციას, რაც ძალიან სასიხარული ამბავია ჩემთვის. რაც კი შეიძლება მესურვებინა ჩემი წიგნისთვის, ალბათ ყველაზე დიდი ლიტერატორის, ლევან ბერძენიშვილის რედაქტორობა იქნებოდა. ეს იგივეა, სიმღერა რომ ჩაწერო და ბიონსემ გაუკეთოს ანოტაცია.
ეს არის რომანი, სადაც ყველაფერი ახლანდელ დროში ხდება. თემა არის კრიმინალური საბჭოთა ეკლესია, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. რომანში არის ჩემი ბიოგრაფიული ისტორიებიც. ძირითადად, სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური თემებია განხილული“ – ამბობდა მაშინ მიშა ანდღულაძე.