პარიზის აეროპორტში “ქართული ოცნების” დეპუტატს, ელისო ბოლქვაძეს, შეძახილებით დახვდნენ, რასაც ელისო ბოლქვაძე “ფეისბუქზე” გამოეხმაურა.
“იმ უმსგავს ხალხს, ვინც თავს უფლებას აძლევს, პარიზის აეროპორტში ისტერიკები გამართოს, როგორც ნამდვილმა ქაჯებმა, შემდეგს ვეტყოდი: უსახურები და საცოდავები ხართ. მონები და უსამშობლოები! გამოგაჭენებთ მალე სამაგალითოდ”, – წერს ელისო ბოლქვაძე.
ელისო ბოლქვაძის პოსტს უპასუხა თამარ ჯინჭარაძემ, რომელმაც საფრანგეთში, აეროპორტში, “ქართული ოცნების” დეპუტატი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა.
“მე ვარ, ელისო, არ იწვალოთ ბევრი ჩემ მოსაძებნად.
კივილი და ისტერიკა თქვენ ატეხეთ, მე მხოლოდ ერთი კითხვა დაგისვით: რა გინდათ იმ ქვეყანაში, რომელსაც აგენტების დამფინანსებელს და მტერს ეძახით?!
ქართველებისთვის ჩინეთი, რუსეთი და ირანი გინდათ და თქვენ პარიზებში დასეირნობთ!
აი, ეს არის სიმართლე და გრცხვენოდეთ! მე არსად გავქცეულვარ, არაფერი მაქვს გასაქცევი და თქვენ როგორ გარბიხართ, კარგად ჩანს” – ჯინჭარაძე.