Monday, August 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილია, რამდენ ადამიანს შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი ივნისიდან

May 31, 2024
ცნობილია, რამდენ ადამიანს შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი ივნისიდან

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შეამცირა, შესაბამისად, 180 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.

როგორც “საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძე ამბობს, ეს შეეხება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ლარში აღებული სესხები ცვლად განაკვეთზე აქვთ მიბმული.

“რეფინანსირების განაკვეთი, როგორც წესი, ეხება მხოლოდ ლარში სესხება და ის აისახება იმ 180 000-მდე სესხზე, რომელიც არის გაცემული, შესაბამისად მსესხებელზე. ესენი არიან იურიდიული პირებიც, თუმცა უმრავლესობა არის ფიზიკური პირი, რომლებსაც აქვთ რეფინანსირების განაკვეთზე, ანუ ცვლად განაკვეთზე მიბმული სესხი. მათ ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ნებისმიერი ცვლილება, გაზრდა, შემცირება, მყისიერად, მეორე დღიდანვე აისახება მათი სესხის პროცენტზე. შესაბამისად, ამ ადამიანებს, ყოველთვიური შენატანი, არამნიშვნელოვნად, მაგრამ მაინც შეუჩერდებათ და საერთო ჯამში, ნაკლების გადახდა მოუწევთ თავის სესხზე. ასევე, ეს ლარში აღებული სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთზეც აისახება,

რომლის კლების ტენდენციაც მიმდინარეობს. 2023 წელს, როდესაც 11% იყო, ერთ წლიან პერიოდში 3%-ით შემცირდა რეფინანსირების განაკვეთი. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებულია ( ჩვენ 2 წელი ზედიზედ საკმაოდ მაღალი ინფლაცია გვქონდა), ამ საბაზისო ეფექტის გათვალისწინებით, ახლა ფასები გაზრდილია, მაგრამ საშუალოდ ფასი მეტად მნიშვნელოვნად აღარ გაზრდილა. რაც არის ერთ-ერთი მიზეზი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების, ამით ხელმძღვანელობს ხოლმე ეროვნული ბანკი.

ამასთან ერთად, ის რა თქმა უნდა, აკვირდება მსოფლიოს მასშტაბით, გლობალურად მიმდინარე მოვლენებს და ასევე, საქართველოში მიმდინარე როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ტენდენციებს. შესაბამისად, დღეს ეკონომიკა რომ განვიხილოთ როგორც პოლიტიკისგან დამოუკიდებელი სფერო, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა. როგორც წესი, პოლიტიკა განსაზღვრავს ხოლმე ეკონომიკას და ეკონომიკური მოვლენები განსაზღვრავს შემდეგ პოლიტიკურ დღის წესრიგს“,- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს
  • “მზია ბოლომდე ბრძოლის სიმბოლოდ იქცა!” – ირაკლი კუპრაძე
  • “ეს მათი ცხოვრებისა და მმართველობის უმძიმესი ლაქა იქნება…” – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge