ხვალ, 31 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ხეხილ-სანარგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), მერი შერვაშიძის, იოსებ ჟორდანიას, ზამთრიანის, ბეთაშვილის, გენო ადამიას, ტარას კვარაცხელიას, თამარ და აკაკი პაპავების, ხუდადოვის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის, ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას, ურეკის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის, ფეიქრების და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, სამრეწველოს დასახლების, დამპალოს, კაკლიანის, მაისურაძის, ბერიაშვილის, თვალჭრელიძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის, დაბა შინდისის, დაბა ტაბახმელის, დაბა წავკისის, სოფელი თელეთის, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ლეონიძის და ბეთანიას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისი ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ხომლის, ჩარკვიანის, კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ჯაფარიძის, მხატვრების, ასათიანის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.
ხვალ თბილისის ნაწილს მთელი დრის განმავლობაში წყალმომარაგებაც შეუწყდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„31 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, სამგორის სათავე ნაგებობის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 31 მაისის 12:00 საათიდან 1 ივნისის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში:
ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მ/რ-ებს, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორფ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, შ. მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, სულაქველიძის, თამარ ღვალაძის, მხტვრების, ანჩაბეთის, კვიპაროსის, ხელოვანთა, ქისის, მუსხელიშვილის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების ქუჩებს, წულუკიძის მე-3 და მე-4 შესახვევს.
სამგორის რაიონში:
ვარკეთილის მას. IV მ/რ, III კვარტალს. ვარკეთილის ზემო პლატოს, ხომლელის, შუამთის, თრიალეთის, აბაშვილის, აბაშვილის ქუჩაზე სამხედრო დასახლების კორპუსებს, კალოუბნის, აეროდრომის დასახლება, აეროდრომის დასახლების 7, 9, 11, 12, 13, 14 ქუჩებს; კახეთის გზატკეცილის N 65-87 (კენტებს), ქიზიყის N 19-33 (კენტებს), N 12-22 (ლუწებს); სამხედრო დასახლების II ქუჩას, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის, კაკლიანის, გახოკიძის ქუჩებს, ჯავახეთის ქ. N 1, 3, 59, ჯავახეთის II და III შესახვევს, თვალჭრელიძის N2-ში სავაჭრო ცენტრს. ლილოს დასახლება I, II მ/რ, I კვარტალს, II კვარტლის N 1- 8 , IV და V კვარტალს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის ქუჩებს, სოფ.დიდ ლილოს, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის ქუჩებს, საქნავთის დასახლებას, სადგური ლილოს დასახლებას, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვების ნაწილს, ლუდსახარშ „კასტელ ჯორჯიას“, სოფ. წინუბანს, ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგს“ (კუპრაძის ქუჩა) და მის მიმდებარე დასახლებებს, ორხევის დასახლებას და თეთრიხევის დასახლებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.