გადაცემაში „შენი დილა“ ნიაზ დიასამიძის შვილმა, თემურიკო დიასამიძემ მამამისთან, ნიაზ დიასანიძესთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
როგორც თემურიკო დიასამიძემ აღნიშნა, მსმენელის წინაშე პირველად მამის კონცერტის დროს გამოჩნდა.
„ერთად გავაკეთეთ მე და ნიაზმა მისი ერთ-ერთი კომპოზიცია „გზა“, ერთად დავუკარით და მერე მე გავაგრძელე ეს კონცერტი, როგორც დიჯეიმ…
მამასთან ერთად არ მიმღერია, ალბათ ეგეც იქნება მომავალში… ნიაზის აზრი სულ მაინტერესებს ჩემს მუსიკაზე. როდესაც კომპოზიციას დავამთავრებ, ნიაზი ერთ-ერთი პირველია, ვინც უსმენს“ – ამბობს თემურიკო დიასამიძე.