2024 წელი მხოლოდ ნაკიანი წელი არ არის – მას ასტროლოგები კარმულსაც უწოდებენ, რადგანაც წარსულისა და მომავლის კვანძები სასწორი-ვერძის ურთიერთობების ღერძის გასწვრივაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წელს ყველა დაუმთავრებელი საკითხი საბოლოოდ დასრულდება და გადაიჭრება. ასევე, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს წელი ურთიერთობებში სამართლიანობას აღადგენს და ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს.
ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი შედარებით ფრთხილად უნდა იყოს, რადგანაც შესაძლოა, სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში სირთულეები გაჩნდეს, ან კიდევ, შეხვდეთ საბედისწერო პარტნიორს, რომელთანაც მომავალში დაბრკოლებები წარმოიქმნება.
კარმული ურთიერთობის დასაწყისში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენ და ის ადამიანი, რომელსაც შეხვდებით, სულის თანამოაზრეები ხართ და რომანტიკაში ჰარმონია და იდილია სუფევს. თუმცა, ყველაფერი სწრაფად ვითარდება და გეჩვენებათ, რომ ერთმანეთს მრავალი წელია იცნობთ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. არსებობს გარკვეული უარყოფითი ქცევის ნიმუშები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ კავშირი სავარაუდოდ კარმულია. ემოციური რყევები, ზედმეტი ურთიერთდამოკიდებულება და ემოციური გადაღლის მუდმივი განცდა – ეს ყველაფერი ჯანსაღ და გრძელვადიან ურთიერთობებს ვერ გამოიწვევს.
2024 წელს შესაძლოა, კარმულ ურთიერთობაში ტყუპების ნიშანი აღმოჩნდეს. თუმცა, ნუ შეგეშინდებათ. ეს ურთიერთობა სულიერი ზრდის ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, თხის რქებისთვის ჰორიზონტზე გამოჩნდება ვინმე ძალიან ნაცნობი, შესაძლოა ძველი მეგობარი ან კოლეგა, რომელთანაც გაურკვეველი კარმული კავშირებია. ტყუპებისგან განსხვავებით, თხის რქები შედარებით უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგანაც ორაზროვანმა, გაურკვეველმა ურთიერთობამ შესაძლოა, ემოციურად ძალიან დაგაზიანოთ და მოტივაცია დაგიკარგოთ.
კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც შესაძლოა, 2024 წელს კარმულ ურთიერთობაში აღმოჩნდეს, ქალწულია. ზოგადად, ეს წელი ურთიერთობების თვალსაზრისით თქვენთვის ერთგვარად გარდამტეხ პერიოდად გადაიქცევა. თუ უკვე დაქორწინებული ხართ და უთანხმოება გაქვთ, შესაძლოა, განქორწინებაზე სერიოზულად დაფიქრდეთ და ცხოვრების განახლებული ეტაპის დაწყება დაგეგმოთ.
წყარო – “ბომონდი”