Tuesday, August 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გაიგეთ, რა გელოდებათ დღეს – პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

May 27, 2024
ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს თებერვალში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის –  ნახეთ ასტროლოგთა პროგნოზი

ვერძი

დღეს, ვერძი უფრო მგრძნობიარე და ნაკლებად გაწონასწორებული ხდება. მაღალია ემოციური დისბალანსის ალბათობა. იზრდება ნათესავებთან, ოჯახებთან და თანამემამულეებთან ჩხუბის რისკი. ეცადეთ, გააკონტროლოთ საკუთარი ემოციები და თავი აარიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

კურო

დღეს, კუროების უმეტესობა, მარტივად გაართმევს თავს ნებისმიერ საქმეს, თუ დილიდანვე დაგეგმავს სამოქმედო გეგმას. უარი არ თქვათ შეხვედრებსა თუ გადაუდებელ მოგზაურობებზე, რადგან აქტიური ცხოვრების წესი, ახლა, დიდ წარმატებას გპირდებათ.

ტყუპები

დღეს, ვარსკვლავები ტყუპებს ოჯახური, ფინანსური თუ საქმიანი საკითხების მოგვარებას ურჩევენ. ტყუპებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან კომფორტისკენ, შესაძლოა, გარკვეული უხერხულობები შეექმნათ. იმისთვის, რომ საქმე კარგად წავიდეს, ენდეთ ინტუიციას. გახსოვდეთ, თქვენი მიზნები და კონტაქტები საჭირო არაა, ყველამ იცოდეს.

კირჩხიბი

დღეს, კირჩხიბები აქტიურად დაიცავენ თავიანთ ინტერესებსა თუ შეხედულებებს. ზოგჯერ, ზედმეტად იმპულსურები შეიძლება, გახდნენ. გაუგებრობები და პრობლემები რომ თავიდან უნდა აიცილოთ, არ იბრძოლოთ მათთან, ვინც ამ მომენტში, თქვენზე ძლიერია. შეიმუშავეთ უსაფრთხო მოქმედების გეგმა და უარი არ თქვან ახლობლების დახმარებაზე.

ლომი

დღეს, ლომების უმეტესობას მოუწევს, გააკეთოს ის, რაც დიდი ენერგიის დახარჯვას მოითხოვს. ეს შეიძლება იყოს გადაუდებელი სამუშაო, ან წარსულის შეცდომების გამოსწორება. მნიშვნელოვანია, რომ არ იმოქმედოთ დაუფიქრებლად, გააანალიზეთ ყველა დეტალი.

ქალწული

დღეს ქალწულებისთვის აქტუალურია ურთიერთობა ძველ ნაცნობებთან და ახლო ადამიანებთან, კომუნიკაცია პროდუქტიული იქნება. მიზანშეწონილია,  საქმეებში მეგობრები, ან ნათესავები ჩართოთ და მათ დახმარებაზე უარი არ თქვათ.

სასწორი

დღეს სასწორთა დიდი ნაწილისთვის აქტუალური იქნება ოჯახური თემები. ამასთან, იზრდება თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ამბიციები, რის გამოც გაიზრდება დაძაბულობის ალბათობაც. ამიტომ, შეეცადეთ, გაერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს. რეკომენდებულია, გადადოთ ახალი წამოწყებები.

მორიელი

დღეს განსაკუთრებული ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ და წინასწარ გამოკვეთოთ თქვენი შესაძლებლობის საზღვრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, მნიშვნელოვან ადამიანებთან უთანხმოება მოგივიდეთ. ეს რჩევა ორმაგად აქტუალურია მათთვის, ვინც უცხოელებთან თანამშრომლობს.

მშვილდოსანი

დღეს, არ იღელვოთ, თუ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით. მას მარტივად და სწრაფად გადაჭრით, თუ სწორად განსაზღვრავთ მოქმედების გეგმას. დღის მთავარი თემებია: ოჯახი, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები და უსაფრთხოების თემა.

თხის რქა

თხის რქებმა უნდა იცოდნენ, ამ დღის პოტენციური ხარვეზების შესახებ, რამაც შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს საქმიან ურთიერთობებსა და საოჯახო გეგმებზე. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი მოაწესრიგეთ, სიფრთხილე არ გავნებთ. ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ვარსკვლავებს თხის რქებს ურჩევენ, მოქმედების გეგმის მკაცრად დაცვას.

მერწყული

მერწყულებისთვის ეს დღე შეიძლება, გამოირჩეოდეს გადაუდებელი სამუშაოებით. ბევრ მერწყულს მოუწევს საყოფაცხოვრებო თემებთან და ოჯახურ გარემოებებთან გამკლავება. ზოგიერთი მერწყული აქტიურად იზრუნებს ახლობლებზე, სხვები თავად მოითხოვენ დახმარებას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ვარსკვლავები გირჩევენ, შესაბამისობაში მოიყვანოთ სურვილები და შესაძლებლობები.

თევზები

დღეს, თევზებს შეუძლიათ, კარგი დღის იმედი ჰქონდეთ. მწვავე სიტუაციები ხანმოკლე იქნება და მათგან გამოსავალსაც მარტივად იპოვით. ბევრ თევზს, სწორი გეგმა, პროფესიონალიზმი თუ გამოცდილება დაეხმარება, კრიტიკულ მომენტში სიმშვიდეს არ დაკარგავენ და დიდ წარმატებასაც მიაღწევენ. მნიშვნელოვანია, რომ არ გაგიტაცოთ წარმატებამ და ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა შემთხვევაში ვეღარ ისარგებლებს დაფინანსებით ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხული სტუდენტი
  • ცნობილია, ვინ შეუკვეთა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა – შსს-მ საქმე გახსნა
  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ პირველი კომენტარი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge