ყველასთვის საყვარელი მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, ელისო პაჭკორია ავრცელებს. 68 წლის მსახიობი, ბოლო პერიოდში, მძიმე სენს ებრძოდა.
ტრისტან სარალიძე, ბოლო პერიოდში, მძიმე სენს ებრძოდა. ის თურქეთში ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.
სამწუხარო ინფორმაციას მსახიობი და ტელეწამყვანი პაატა გულიაშვილიც გამოეხმაურა.
“კაი რა….. 💔💔💔ჩემო საყვარელო , ტრისტან……..”
“გაფრინდა ანგელოზებთან ჩვენი
უკეთილშობილესი ტრისტან სარალიძე.
ნეტავ იქ თეატრი არის?
ეს რა გააკეთე შე უხსენებელო სიკვდილო” – წერს ელისო პაჭკორია.