Sunday, September 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქვეყანას თუ დაუწესებენ სანქციებს, მაშინ ყველა დავიღუპებით, ამიტომ, ეს კანონი არ უნდა მიიღონ”- თემურ ჭყონია

May 24, 2024
“კვარაცხელიას ყოველდღე დაცვა და მხარდაჭერა სჭირება”– ლუჩანო სპალეტი

“ქვეყანას თუ დაუწესებენ სანქციებს, მაშინ ყველა დავიღუპებით, – ასე ეხმაურება ბიზნესმენი თემურ ჭყონია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ  ქართველი პოლიტიკოსების მისამართით დაანონსებულ სანქციებს.

როგორც თემურ ჭყონიამ „ბინზესპრესნიუსთან“ ისაუბრა, ამ ეტაპზე რა ინფორმაციასაც ის ფლობს, ბიზნესს რაიმე საფრთხე არ ემუქრება.

„სანქციები ვისაც დაუწესდება, იმათი პრობლემაა, ბიზნესზე ამ ეტაპზე სანქციები არ აისახება, რადგან ამჯერად პიროვნული სანქციებია და არა ქვეყნის.

თუმცა, აქ მეორე უფრო მნიშვნელოვანი საკითხია – უნდა დაძლიოს თუ არა ხელისუფლებამ ვეტო? ჩემი, როგორც ბიზნესის წარმომადგენლის აზრით, ეს კანონი ქვეყნის განვითარებას არ უწყობს ხელს. როდესაც ვენესიის კომისიის დასკვნაში ასეთმა მნიშვნელოვანმა პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია კანონთან დაკავშირებით და ამის გარშემო მაინც მიმდინარეობს მსჯელობა, რომ აუცილებლად უნდა მიიღონ, ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის პოზიციაა, რომ ეს კანონი არაფერში გვჭირდება.

ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სახელწიფოებია ჩარეული ამ კანონის არმიღებასთან დაკავშირებით და სანქციებს უწესებენ პოლიტიკოსებს, მათ ოჯახის წევრებს. ქვეყანას თუ დაუწესებენ სანქციებს, მაშინ ყველა დავიღუპებით, არათუ ბიზნესი. ამიტომ, ეს კანონი არ უნდა მიიღონ, უნდა გაითვალისწინონ საზოგადოების აზრიც, ქვეყნის მომავალიც და იმ სერიოზული პოლიტიკოსებისა და სახელმწიფოების აზრიც, რომლებიც ამ კანონს ღიად ეწინააღმდეგებიან“, – ამბობს ჭყონია.

მისივე თქმით, კონკრეტული დეპუტატების კომენტარები მოისმინა სანქციებთან დაკავშირებით, თითქოს ისინი ამ განსაცდელსაც გაუძლებენ.

„კონკრეტული დეპუტატი თუ გაუძლებს, ქვეყანა ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს, ამიტომ აჯობებს, რომ მათ საკუთარ თავზეც იფიქრონ, საკუთარი შვილების მომავალზე და ქვეყნის მომავალზეც იფიქრონ. დეპუტატს შეუძლია, რაც უნდა ის გაუკეთოს თავის ცხოვრებას, მაგრამ ეს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალზე არანაირად არ უნდა აისახოს“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ამერიკის შეერთებული შტატები რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.კონკრეტულად ვის შეეხება აღნიშნული სანქციები, ამას ბლინკენი არ აკონკრეტებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს – შსს
  • გაფრთხილება მძღოლებს – ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge