Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

შეგეზღუდებათ გადარიცხვები, ლარებშიც კი ვეღარ გექნებათ საბანკო მომსახურება – რას ნიშნავს ამერიკის მიერ დასანქცირება?

May 24, 2024
შეგეზღუდებათ გადარიცხვები, ლარებშიც კი ვეღარ გექნებათ საბანკო მომსახურება – რას ნიშნავს ამერიკის მიერ დასანქცირება?

შეგეზღუდებათ გადარიცხვები, ლარებშიც კი ვეღარ გექნებათ საბანკო მომსახურება – ასე ეხმაურება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამერიკის მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო სანქცირების საკითხს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო მაღალჩინოსნებო, შეიძლება ბოლომდე არ გესმით რას ნიშნავს ამერიკის ხაზინის მიერ დასანქცირება. ვეცდები მარტივად აგიხსნათ:

ამერიკული აქტივები (მათ შორის საბანკო ანგარიშები) გაგეყინებათ. ალბათ, ბევრი იტყვით, რაც არ მაქვს, რა უნდა გამეყინოსო (ყველა მაგასაც ვერ იტყვით). ჯერ სად ხართ;

დიდი ალბათობით ამერიკულ სანქციებს ევროპულიც მოყვება კოორდინირებულად, შესაბამისად, ევროპულ აქტივებსაც იგივე მოუვა (ეს ალბათ უფრო მეტს გეტკინებოდათ);

ახლობლებთან, ნათესავებთან, ბიზნეს პარტნიორებთან უცხოეთში გადარიცხვები და მათგან გადმორიცხვები შეგეზღუდებათ. იქაური ბანკები ტვინს გაუხვრიტავენ იმათ თქვენთან საბანკო ურთიერთობისთვის (ვაი!);

თქვენი ქართული ბანკის საკორესპონდენტო ამერიკული და ევროპული ბანკები თქვენს ბანკს კითხავს, თქვენ ხომ არ ხართ მათი კლიენტი. და თუ ხართ, მოსთხოვს არ იყოთ, თორემ თქვენს ბანკს საკორესპონდენტო ანგარიშს დაუხურავს. აი, იმას, რომლის გარეშეც ჩვენ ბანკებს ევროში და დოლარში ოპერაციების საშუალება აღარ ექნებათ და რუბლის, რემნიმბის და ირანული რიალის ამარა დარჩებიან. თქვენი აზრით, რას იზამს თქვენი ბანკი ამ შემთხვევაში?! ზუსტად! მოგისვრით როგორც წინა არჩევნების დროინდელ დარიგებულ კარტოფილს. შესაბამისად, ლარებშიც კი ვერ გექნებათ საბანკო მომსახურება. თუმცა, გამოსავალი გაქვთ. ყველა დაეწყვეთ და „ქართუში“ გადაიტანეთ ანგარიში. მაგის მფლობელი პელეა მენეჯმენტში.

დანარჩენი თქვენ იცით! მე აგიხსენით. შოთაძეს, როგორც ჩანს, ესმის,“- წერს ბედინეიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზელენსკი ტრამპს ესაუბრა – რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
  • “ძალიან განვიცდი მათ ამბავს”- ვისზე საუბრობს თემურ ჭყონია
  • რუსთავში ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge