“ეს ალიბის ჩალიჩობს. მერე იტყვის, ქვეყნის ღალატის პროცესი რომ მიმდინარეობდა, მე მაგ დროს ფსიქიური აშლილობა მქონდაო და ცნობის დადებაც არ გაუჭირდება”– ასე ეხმიანება ჟყრნალისტი ნინო ჯანგირაშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძის განცახდებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც მას ევროკომისარი დაემუქრა.
“P.S. საქართველოს მთავრობის გვერდმა დამბლოკა და მე ვეღარ ვხედავ ამ სტატუსს. ეჭვი მაქვს კიდევ ბევრს დაგბლოკავენ ჩემი ფრენდებიდან, ამიტომ სქრინშოთის სახით ავტვირთავ, რომ სულ გვახსოვდეს, სადამდე შეიძლება მივიდეს საქმე თუ მოღალატე მაიმუნებს მოვუშვებთ ხელისუფლებაში და თან დიდხანს დავტოვებთ”– წერს ნინო ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას მას ევროკომისარი დაემუქრა. კობახიძის თქმით, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ. პრემიერის თქმით, ევროკომისარმა მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის შემთხვევაც გაუხსენა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.