Sunday, August 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქართველი ხარო? აჟიტირებულმა მკითხა” – რა ამბავი მოხდა მეტროში

May 23, 2024
“ქართველი ხარო? აჟიტირებულმა მკითხა” – რა ამბავი მოხდა მეტროში

სოციალურ ქსელში ქართველმა ემიგრანტმა ნიუ-იორკის მეტროში მომხდარი შემთხვევა გაიხსენა.

“ნიუ-იორკის მეტრო თავგადასავლებითაა სავსე. დღეს, შემთხვევით, მამაკაცს მივუჯექი გვერდზე, რომელსაც მუზეუმის მიმართულება შევეკითხე. მოკლე საუბრის შემდეგ, ჩემ ტელეფონში ტექსტებს მიაქცია ყურადღება და აჟიტირებულმა მკითხა: – “ქართველი ხარ?”

გაკვირვებულმა შევხედე, არც ქართველს ჰგავდა აშკარად და არც რომელიმე საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელს.

“კი თქო” – ვუპასუხე.

მუხლზე გადაშლილი წიგნი ამოატრიალა და რა დავინახე, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საკმაოდ ძველი ქართული გრამატიკის წიგნი.

– “წამიკითხე თქო” – ვთხოვე, ჩემდა გასაოცრად ფანტასტიკურად წაიკითხა.

ეს ადამიანი არის ევანს სიგელი, ლექტორი, სპარსოლოგი, რომელიც ახლა ქართულს ეუფლება. ქართულ ისტორიას და კულტურას კარგად იცნობს, ასევე გეგმაში აქვს საქართველოს მონახულება.

ამ ამბავმა დღე გამიხალისა. სასიამოვნოა, როცა შენს პატარა სამშობლოზე ამხელა, ვეებერთელა ქვეყანაში შეხვდები უცხოელს, რომელმაც ბევრ ქართველზე უკეთ იცის საქართველოს ისტორია და კულტურა.”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge