Sunday, August 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„შავ სიაში“ მყოფი პირების რაოდენობა მცირდება – რამდენი ადამიანი ვერ იხდის სესხს საქართველოში?

May 23, 2024
„შავ სიაში“ მყოფი პირების რაოდენობა მცირდება – რამდენი ადამიანი ვერ იხდის სესხს საქართველოში?

საქართველოში მსესხებლების 9,9%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.

„კრედიტინფოს“ 2024 წლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 192 273 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 370 809-ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 055 781 494 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. შედარებისთვის, 2024 წლის თებერვლის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 194 745 მსესხებელს უფიქსირდებოდა; 2023 წლის დეკემბერში – 201 047 მსესხებელს; 2023 წლის იანვარში კი 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება – 224 016 პირს უფიქსირდებოდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, აპრილის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 935 322 ადამიანს აქვს, ჯამში 45 160 601 963 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 81.9% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, აპრილის მდგომარეობით, ბანკებიდან 41 178 780 525 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 585 156 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.3%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 99 875-ია.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 760 756 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 421 004 650 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 109 976 მსესხებელს უფიქსირდება.

კიდევ 19 640 ადამიანს კი, ჯამში 560 816 788 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 4 672 ადამიანს უფიქსირდება.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge