Sunday, August 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გადავწყვიტე, რომ მოქმედების დროა – რა განაცხადა დაკითხვაზე სლოვაკეთის პრემიერზე თავდამსხმელმა?

May 23, 2024
გადავწყვიტე, რომ მოქმედების დროა – რა განაცხადა დაკითხვაზე სლოვაკეთის პრემიერზე თავდამსხმელმა?

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდამსხმელის, იურაი ცინტულას განცხადებით, მას სურდა არა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკვლა, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება, რათა სამომავლოდ არსებული პოლიტიკის გატარება ვერ გაეგრძელებინა.

როგორც იურაი ცინტულამ დაკითხვაზე განაცხადა, „ფიცოს მთავრობის გადაწყვეტილებების შემდეგ თავს გრძნობდა უძლურად, იმედგაცრუებულად და არ ეთანხმებოდა ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკას – კერძოდ, სპეციალური პროკურატურის გაუქმებას და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას“. მისივე თქმით, ასევე ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის დახმარების შეჩერებას.

ამასთან, იურაი ცინტულამ დაკითხვაზე განაცხადა, რომ სლოვაკეთის ამჟამინდელ მთავრობას ევროკავშირთან ურთიერთობაში „იუდად“ მიიჩნევს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მოქმედების დრო იყო.

სასამართლოს დოკუმენტში ასევე მოყვანილია ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ მოისმინა, როგორ ლანძღავდა იურაი ცინტულა რობერტ ფიცოს და შეწუხებული იყო ფიცოს რუსეთთან და უნგრეთთან კარგი ურთიერთობით.

ცნობისთვის, 71 წლის იურაი ცინტულა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 15 მაისს დაესხა თავს და დაჭრა. სლოვაკეთის პრემიერი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. გამოძიების მიხედვით, რობერტ ფიცოზე თავდამსხმელი დამოუკიდებლად მოქმედებდა. რობერტ ფიცოზე თავდასხმის დაგეგმვა მან 13 მაისს დაიწყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge