პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცახდებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც მას ევროკომისარი დაემუქრა.
მოროშკინა მიიჩნევს, რომ
“იმის გათვალისწინებით, რაც პრემიერმა Irakli Kobakhidze განაცხადა, მისაღებია კონკრეტული ზომები!
1.უნდა შეიქმნას საგანგებო შტაბი,
2.კრიზისული საბჭო და
3.გაძლიერდეს სახელმწიფო დაცვა!
ასევე, არვიცი რამდენად მიზანშეწონილია 26 მაისის აღლუმი, რადგან სრულიად საქართველოს მთავრობა სამიზნეა!
ომში ვართ, ომში კი ყველა ხერხი გამოიყენება!
ყველაზე საუკეთესო ვარიანტი კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა, სანამ საფრთხეები სრულად არ გადაივლის!
საქართველოს მოსახლეობა ამ დისკომფორტს გაგებით მოეკიდება, არ გვაქვს ირანის, პოლონეთის, სლოვაკეთის და ა.შ. მაგალითები თუ რა?”– აცხადებს მოროშკინა.
შეგახსენებთ, პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას მას ევროკომისარი დაემუქრა. კობახიძის თქმით, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ. პრემიერის თქმით, ევროკომისარმა მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის შემთხვევაც გაუხსენა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.