“ამ ქვეყანას მართავს რამდენიმე შეშლილი ადამიანი, რომელიც არის ძალიან საშიში ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მომავლისთვის”– ასე ეხმიანება ხატია დეკანოიძე პრემიერ ირაკლი კობახიძის განცახდებას, რომლის თანახმადაც მას ევროკომისარი დაემუქრა.
“მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი ახალი ეტაპი ივანიშვილის წარმოუდგენლად შეშლილი პოლიტიკური დისტოპიის, რომელშიც უნდა, რომ ჩვენ ყველა გადაგვყაროს და ასევე რუსული ჭაობის, როდესაც პრაქტიკულად, ახალი ძალადობის და ახალი რეპრესიების ეტაპი გააფორმოს ზუსტად იმისთვის რომ ვიღაცა ივანიშვილს ემუქრება და კობახიძეს ემუქრება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანას მართავს რამდენიმე შეშლილი ადამიანი, რომელიც არის ძალიან საშიში ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მომავლისთვის”– განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას მას ევროკომისარი დაემუქრა. კობახიძის თქმით, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ. პრემიერის თქმით, ევროკომისარმა მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის შემთხვევაც გაუხსენა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.